GE
მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი; საკონტაქტო ნომერი: 595 270 276
 
მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის №785 გადაწყვეტილებით.
 
დღეს მსოფლიო ბაზარი მოითხოვს ახალი ტიპის მენეჯერებს, ლიდერული და მეცნიერული კვლევის უნარით, რომლებიც კარგად ერკვევიან გარემოს სწრაფ ცვლილებებში და შესწევთ მასზე რეაგირების უნარი. რეალურად, ძნელია წარმოვიდგინოთ ნებისმიერი სფერო, სადაც ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით არ იყოს სასარგებლო.
 
ქართული უნივერსიტეტის პროგრამა ორიენტირებულია ბიზნეს ადმინისტრირების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე, სტუდენტებისათვის პროფესიული და პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
 
სავალდებულო მართვის მეცნიერებათა ძირითადი პრინციპებისა დაა ქტუალური საკითხების შესწავლასთან ერთად სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ დამატებით ეკონომიკის, ტურიზმის ან ფინანსების მიმართულებით საგნები (მოდულები) და მიიღონ განათლება სპეციალურ დისციპლინებში, რომლებიც დაეხმარება მათ გახდნენ ბიზნესის სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
 
სწავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ ბიზნესადმინისტრირების სფეროში არსებული სიახლეები, სამეურნეო კონიუნქტურის განვითარების ტენდენციები და მართვის საკვანძო საკითხები; დაეუფლებიან კონკრეტული ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიებს; ეცოდინებათ ბიზნესადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები და ნორმატიული დოკუმენტების წაკითხვა, ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება; გაიაზრებენ მაკრო და მიკრო გარემოში მიმდინარე პროცესებს, პრობლემებს და დაეუფლებიან კომპლექსური ხედვისა და ანალიტიკური შეფასების უნარ-ჩვევებს;
 
ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია მუშაობა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებსა და საწარმოებში.
 
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები
 
პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში მოწოდებულია ჩამოუყალიბოს სტუდენტებს საბაზისო წარმოდგენები ბიზნესის ადმინისტრირებაზე. 
 
აგრეთვე მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსური მენეჯმენტის, სტრატეგიული მენეჯმენტის, ადამიანისეული რესურსების მენეჯმენტის და სხვა  დისციპლინების შესწავლის საფუძველზე  ჩამოუყალიბოს მომავალ სპეციალისტებს მართვისა და ორგანიზაციის უნარი და გუნდური  მართვისა და ლიდერობის ის თვისებები, რომლებიც უზრუნველყოფენ  მათ კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.
 
პროგრამა უზრუნველყოფს ბაკალავრისათვის აუცილებელი კომპეტენციის განვითარებას. ცოდნა და გაცნობიერება:სტუდენტები ეცნობიან ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლებს, მათ ეძლევათ თეორიული ცოდნა მიკრო და მაკრო ეკონომიკაში, ბიზნესის, ფინანსების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროებში. ისინი სწავლობენ ინფორმაციის მოძიების და მათი ანალიზის ტექნიკას და გამოიმუშaვებენ ბიზნესის მართვის მსოფლმხედველობას. თეორიების და ბიზნესის მართვის პრინციპების ათვისება და ცოდნა უზრუნველყოფს ბიზნე სსაქმიანობის შესახებ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, პროფესიული, სამართლებრივი და ეთიკური პასუხისმგებლობის გამომუშავებას.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლების შესწავლის შედეგად სტუდენტებს მიეცემათ თეორიული  კონცეფციების პრაქტიკასთან კავშირში გააზრების შესაძლებლობა და გამოუმუშავდებათ თეორიული ინფორმაციის ანალიზისა და გამოყენების უნარი როგორც მაკრო ეკონომიკის, ასევე მიკრო ეკონიკისა და საერთაშორისო ბიზნესის სფეროში, შეძლებენ თეორიული ინსტრუმენტების კონკრეტულ ბიზნეს სიტუაციებში გამოყენებას, მართვის პრობლემებში გარკვევას და რაციონალურად გადაჭრას,  მართვის მეთოდების გამოყენებას. სტუდენტები შეძლებენ ინფორმაციის და სამეურნეო პროცესების ინტერპრეტაციას, დიაგნოსტიკას და შესაბამისი სამეურნეო საქმიანობები სდაგეგმვასა და ორგანიზაციული ღონისძიებების დასახვას.
 
დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულებს ექნებათ უნარი კრიტიკულად გაიაზრონ მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. ანალიზისა და სინთეზის უნარის შეძენით მათ შეეძლებათ არგუმენტირებულად იმსჯელონ და დაასაბუთონ თავიანთი შეხედულებები, გამოუმუშავდებათ გადაწყვეტილების მიღების და მართვის უნარი.
 
კომუნიკაციის უნარი: სწავლის შედეგად  სტუდენტები შეძლებენ თავიანთი მოსაზრების წერილობით და სიტყვიერად გადმოცემას, შეძლებენ მოვლენების აღწერას და პრობლემების დასაბუთებას. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, მოამზადებენ ანგარიშებს, მოხსენებებს, პრეზენტაციებს. ამ მიზნით ეფექტურად გამოიყენებენ  საინფორმაციო ტექნოლოგიებს. კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავებით შეძლებენ  შემოქმედებითი და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ კოლექტივში, ხელი შეუწყონ ინოვაციური მიდგომების რეალიზაციას.
 
სწავლის უნარი: მეცნიერების საფუძვლების შესწავლის შედეგად შეექმნებათ წარმოდგენა ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ და შეძლებენ აირჩიონ სფერო, სადაც ისინი გააგრძელებენ პროფესიული თვისებების სრულყოფას. სწავლებისას შეძენილი  ინფორმაციის მოპოვების, ანალიზის, სინთეზის უნარი და სხვა შემოქმედებითი თვისებები გამოუმუშავებენ სტუდენტებს მოთხოვნას, იზრუნოს საკუთარი ცოდნის განახლებაზე.
 
ღირებულებები: მიღებული ცოდნა და პროფესიული უნარის საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წვლილი შეიტანონ ბიზნეს გარემოს სრულყოფაში, წარმოების მაღალი კულტურული ფასეულობების დამკვიდრებაში და საწარმოთა ეფექტიან ფუნქციონირებაში. ისინი შეძლებენ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზნეობრივი და პროფესიული ღირებულებების ფორმირებაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამღირებულებების დამკვიდრებასა და მათ განვითარებაში.
 
უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემა
 
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის გარეშე ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ასევე, შესაძლებელია, მობილობის წესით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2 თებერვლის ბრძანება №10/ნ-ით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ასევე, შესაძლებელია, შიდა მობილობის წესით. შიდა მობილობის ვადები და პროცედურები დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით და თავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდები. პროგრამის თითოეულ საგანში დაბალანსებულია თეორიული სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობები.
 
თეორიული მეცადინეობა გულისხმობს ლექციებს, სემინარებს, სპეციალური ლიტერატურის დამუშავებას, მოხსენებების პრეზენტაციას. იგი ემსახურება წიგნზე მუშაობის, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარის გამომუშავებას. სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად ეძლევა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის, მოხსენების გაკეთების გზით და სხვ.
 
სალექციო კურსის თეორიული მასალა ინტერაქტიული სწავლების ძირითად სტრატეგიებს ეყრდნობა. სწავლების აქტივიზაციისთვის ხდება ადრე მიღებული ცოდნის გამოყენება. საგნის შესასწავლად გამოყენებულია სიტყვიერი, თვალსაჩინოების ჩვენება Power Point-ით.
 
პრაქტიკული მეცადინეობები კი ემყარება შემთხვევის ანალიზს, მუშაობას მცირე ჯგუფებში, რეალური ბიზნეს საქმიანობებისა და კომპანიების მენეჯერულ, ფინანსურ, სტრატეგიულ, მარკეტინგულ ანალიზს. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტს გამოთქვას საკუთარი აზრი როგორც რეალურ სიტუაციებზე, ასევე შეადაროს ერთმანეთს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში არსებულ ვითარებას. ანალიტიკურად გაიაზროს ნასწავლი მასალა და ისწავლოს მოვლენების ახსნა-განმარტება, აღწერა და ანალიზი. იგი მოითხოვს სტუდენტისაგან გონებრივ იერიშს დასმულ საკითხზე. სასწავლო საგნების გარკვეული დისციპლინების ნაწილი (ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი და სხვ.) დამყარებულია სავარჯიშოებსა და ამოცანების ამოხსნაზე, რაც აადვილებს თეორიული მასალის გააზრებას და შესწავლას.
 
ყველა ლექცია ეფუძნება ახსნა–განმარტებით მეთოდს, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები კი - ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას. ლექციაზე სალექციო მასალის ვიზუალურ პრეზენტაციას თან ახლავს ვერბალური განმარტება; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პირდაპირი სწავლებისა და კოლექტიური (ჯგუფური) შესწავლის მეთოდებს.
 
სწავლებისას გამოყენებული მეთოდები ითვალისწინებს საგნის სპეციფიკას და ემსახურება როგორც მასალის თეორიულ აღქმას, ასევე მის ვიზუალურ წარმოდგენას, რომელიც შესაძლებელია სასწავლო ვიდეო-ფილმების, სქემების,დემონსტრირების მეთოდის გამოყენებით. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. სწავლების ეს მრავალფეროვანი მეთოდები მიმართულია პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.
 
სწავლის შეღავათიანი პირობები:
აბიტურიენტი, რომელიც თავის განცხადებაში ამ საბაკალავრო პროგრამას მიუთითებს პირველ, მეორე ან მესამე ნომრად, მოიპოვებს ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტს და ჩაირიცხება ქართულ უნივერსიტეტში ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამაზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ისარგებლებს შემდეგი სახის ფინანსური მხარდაჭერით:
  • სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა 100% გრანტი დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
  • 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს;
  • 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის 20%-ს;
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები