GE
სამაგისტრო პროგრამა სამართალში
ღირებულება: 2450 ლარი
კრედიტების რაოდენობა : 120 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
ადგილების როდენობა: 50
პროგრამის ხელმძღვანელი : დავით ბოსტოღანაშვილი

პროგრამის მოკლე აღწერა

პროგრამა ორიენტირებულია პროფესიონალი იურისტების მომზადებაზე.
 
სტუდენტები შეიძენენ იურისტისთვის აუცილებელ ცოდნას მაღალი კლასის სპეციალისტებისგან. უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმები უზრუნველყოფს პრაქტიკის გავლას, რაც პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის საუკეთესო საშუალებაა.
 
პროგრამას ახორციელებენ წამყვანი სპეციალისტები სამართლის სფეროში: მინდია უგრეხელიძე, დავით ბოსტოღანაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე ქარდავა, ევა გოცირიძე, პაატა ტურავა, ზვიად როგავა, კარლო ბზიშვილი, ალექსანდრე გიორგიძე, ანა მაისურაძე, ბესიკ მეურმიშვილი, გიორგი გოგიაშვილი, კობა ყალიჩავა, მაია ზავრაშვილი, ნათია კინწურაშვილი, ნატალია მოწონელიძე, შალვა ქურდაძე.
 
მიზანი: სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტი, სამართლის მაგისტრი, რომელიც სამომავლო წარმატებული პროფესიული განვითარებისათვის, აღჭურვილი იქნება შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებით და ამასთან, დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო კომპეტენციებით.
 
შესაბამისად, სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს, სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა: კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში; ეროვნული და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ და გამოუმუშავოს: საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეებისადმი ყურადღების მიდევნების, აგრეთვე ცოდნის მუდმივი განახლების უნარი; სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები; სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები; სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი; დამოუკიდებელი კვლევის უნარი; სამართლებრივ-ეთიკური ღირებულებების კონტექსტუალური ანალიზის უნარი; თანამედროვე სამართლებრივი აზროვნების უნარი.
 
სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება: მაგისტრს აქვს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რაც აძლევს დასმული კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირების შესაძლებლობას; გაცნობიერებული აქვს კერძო, სისხლის ან/და საჯარო სამართლის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხების გადაჭრის გზები.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: განმარტების მეთოდების გამოყენებით შეუძლია კერძო-სამართლებრივი, სისხლისამართლებრივი ან საჯარო- სამართლებრივი პრობლემების კომპლექსური შეფასება და მათი გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, 2 შეუძლია უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით კერძო, სისხლის ან/და საჯარო სამართლის სფეროში კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება.
 
დასკვნის გაკეთების უნარი: ახლებური საკანონმდებლო მოწესრიგების, სასამართლო პრაქტიკისა ან მეცნიერული მიდგომების (მათ შორის, უახლესი კვლევების) პირობებში შეუძლია ცვლილების ანალიზი და დასაბუთებული სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება.
 
კომუნიკაციის უნარი: შეუძლია აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას წერილობითი და ზეპირი ფორმით მშობლიურ და უცხოურ ენაზე გადასცეს საკუთარი სამართლებრივი დასკვნები და არგუმენტები.
 
სწავლის უნარი: თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის საფუძველზე საკუთარი სწავლის მიმართულებების დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარი; პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით, უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით, ცოდნის გაფართოების უნარი.
 
ღირებულებები: მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების უზრუნველსაყოფად არსებული სამართლებრივი ღირებულებების ანალიზისა და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ღირებულებების ფორმირებაში საკუთარი წვლილის შეტანის უნარი.
 
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება სამაგისტრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა; 
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა; 
  • (C) კარგი – 71-80 ქულა; 
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა; 
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა, ასევე, ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები