GE
ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირება ACCA-ს საერთაშორისო პროგრამით
ACCA-ის (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) სასწავლო პროგრამა შეიქმნა ინგლისში 1904 წელს. იგი მსოფლიოში აღიარებულია როგორც ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიონალური მომზადების საუკეთესო პროგრამა.
 
AССA-ის საერთაშორისო (ინგლისური) პროგრამა საქართველოში დაიწყო 1999 წელს. ინგლისური პროგრამის (საქართველოს) ცენტრი არის ქალაქ გლაზგოში და პროგრამაც მათი ინსტრუქციის შესაბამისად მიმდინარეობს.
 
ამ პროგრამის სწავლება მიმდინარეობს:
  • 370,000 წევრი და სტუდენტი 136 ქვეყანაში;
  • ბუღალტერთა და აუდიტორთა მომზადება მსოფლიო სტანდარტების მიხედვით;
  • ინტენსიური მომზადება და გამოცდები 14 წიგნში.
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (ბაფ) და პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტს (პბი) AССA-ის ხელმძღვანელობისაგან მოპოვებული აქვთ საერთაშორისო პროგრამის კოორდინირებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება.
ინგლისური პროგრამა საერთაშორისოა და საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ Oxford Brookes University-ის ბაკალავრის წოდება. ქართული პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ პროფესიონალი ბუღალტრისა და აუდიტორის წოდება.

სწავლის მინიმალური ვადა ჩარიცხვიდან 2,5  ხოლო მაქსიმალური 10 წელია.
ინგლისურ პროგრამაში სტუდენტს შეუძლია აირჩიოს არა უმეტეს ოთხი წიგნისა ერთ სემეტრში და გავიდეს გამოცდაზე.
სტუდენტს არ შეუძლია გამოტოვოს რომელიმე წიგნი.
 
სერ­ტი­ფი­კა­ტი / დიპ­ლო­მი / წო­დე­ბა
ინ­გლი­სურ პროგ­რა­მა­ში სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­ი­ცე­მა გლაზ­გო­დან, თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პის ყვე­ლა წიგ­ნის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ. მა­გა­ლი­თად, საწ­ყი­სი ეტა­პის 3 წიგ­ნის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ (ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა 50 ქუ­ლა­ზე მე­ტი შე­ფა­სე­ბის მი­ღე­ბა), სტუ­დენ­ტი 2,5 თვის შემ­დეგ მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის სერ­ტი­ფი­კატს.
ორი ეტა­პის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ (ანუ 9 წიგ­ნის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ) სტუ­დენტს შე­უძ­ლია მო­ამ­ზა­დოს სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მი Oxford Brookes University-ის მოთ­ხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად (თე­მა­ტი­კა, ფორ­მა­ტი, მო­ცუ­ლო­ბა და ა.შ.) და გა­აგ­ზავ­ნოს იგი. მო­წო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­დენტს ენი­ჭე­ბა ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ეკო­ნო­მი­კა­ში. სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც ჩა­ა­ბა­რეს 14 წიგ­ნი და მი­ი­ღეს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი, შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი.
 
14-ვე წიგ­ნის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ ACCA  თა­ვის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რად იმ სტუ­დენტს აღი­ა­რებს, ვი­საც ამ დრო­ი­სათ­ვის ექ­ნე­ბა 3 წლის მუ­შა­ო­ბის სტა­ჟი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლით და ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა მის­თვის.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ სეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები