GE
მოყვარული პილოტის მოსამზადებელი პროფესიული პროგრამა
ღირებულება: 14000 USD
პროგრამა შედგენილია ICAO-ს ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის, EASA-ს სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟის წევრების მიმართ დადგენილი მოთხოვნებისა და „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად და ორიენტირებულია, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე.
 
ღირებულება: 14 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
 
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება ხორციელდება როგორც თბილისში, ასევე ერეკლე მეორის სახელობის თელავის აეროპორტში "მიმინო".
თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწალო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თვითმფრინავებით, კეთილმოწყობილი აუდიტორიებით და სხვა.
 
დაშვების წინაპირობა:
  • სრული ზოგადი განათლების ატესტატი
  • გასაუბრება
  • „საფრენოსნო საექსპერტო-საექიმო კომისიის“ გავლა
დამატებითი ინფორმაცია:
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყების თარიღი: 3 ოქტომბერი
 
პროგრამაზე სწავლის მსურველმა 29 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • განცხადება რექტორის სახელზე
  • სრული საშუალო განათლების ატესტატი (დედანი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე
  • სურათის ელექტრონული ვერსია
საბუთების შემოტანა შესაძლებელია 29 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 17:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი 16, I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605
ტელეფონი: 032 274 61 55; 595 77 83 35; 598 599 132
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები