GE
CCNP (Cisco Certified Network Professional)-ის პრაქტიკულ-თეორიული კურსი
ღირებულება: 700 ლარი
მიმდინარეობს რეგისტრაცია CCNP (Cisco Certified Network Professional) კურსზე.

Cisco–ს ქსელური აკადემია გთავაზობთ CCNP (Cisco Certified Network Professional) კურსს, რომელიც წარმოადგენს Cisco–ს სერტიფიცირების მე–3 დონის კურსს და განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტისთვის, რომელიც დაინტერესებულია კორპორატიული ქსელების მართვის უნარჩვევების გაღრმავებაში და ამ სფეროში კარიერულ ზრდაში.

CCNP კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, რომელთა საშუალებითაც სტუდენტი შეიძენს გაღრმავებულ ცოდნას და უნარჩვევებს ქსელის მარშრუტიზაციის, ჩართვა–ინსტალაციის, ქსელის შემდგომი მართვის და პრობლემების აღმოფხვრის საკითხებში.

CCNP კურსი შედგება სამი ნაწილისგან (მოდულისგან):
  • CCNP Route - Implementing IP Routing
  • CCNP Switch - Implementing IP Switching
  • CCNP Tshoot - Maintaining and Troubleshooting IP Networks
კურსის განმავლობაში სტუდენტები აბარებენ CCNP კურსის შუალედურ ტესტებს და ასევე თითოეული მოდულის ბოლოს ფინალურ ტესტებს. თითოეული მოდულის შუალედური და ფინალური ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს Cisco–ს ქსელური აკადემიის CCNP კურსის შესაბამისი მოდულის დასრულების შესახებ დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი:
CCNP კურსის თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 2,5–3 თვე.
ლექციები ტარდება კვირაში 2–ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 2–2,5 საათი.
ლექციების დაწყების დრო – 10:00 საათი
CCNP კურსის თითოეული მოდულის ღირებულება – 700 ლარი

მოქმედებს 20% ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე. სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები