GE
ალკოჰოლური სასმელების შემსწავლელი ტრენინგ-კურსი
ღირებულება: 500 ლარი
დავით სარაჯიშვილის სახელობის სასწავლო-ტრეინინგ ცენტრი აცხადებს მიღებას კონიაკის, ქართული ღვინის ბრენდისა და სხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელების შემსწავლელ კურსზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 1 ივნისს.

განსახილველი თემები:
  • ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოებისადმი წაყენებული მოთხოვნები
  • მაგარი სასმელების წარმოებისათვის განსაზღვრული სპირტების ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები
  • საწარმოში საბრენდე სპირტის მიღების წესი
  • საკასრე მეურნეობის გაცნობა
  • საბრენდე ღვინის სახდელი აპარატები. საბრენდე სპირტისა და ნედლი სპირტის გამოხდის ტექნოლოგიური პარამეტრები
  • საბრენდე სპირტის დაძველება
  • ბრენდის დამზადება, კუპაჟი
  • ბრენდის სიცივით დამუშავება
  • ბრენდის ფილტრაცია
  • ბრენდის მდგრადობა
  • ბრენდის წარმოების ძირითადი ასპექტები
  • არყისა და მაგარი სასმელების განყოფილების გაცნობა
  • ხილის არაყი
  • ლიქიორი
  • სს "სარაჯიშვილის" კომპანიაში დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია
ტრეინინგს გაუძღვებიან:

დავით აბზიანიძე - სს "სარაჯიშვილის" მთავარი ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მეღვინეობის და მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ლევ გოლიცინის ოქროს მედლის მფლობელი, გ.ვალუიკოს სახელობის პრემიის ლაურიატი.

მაია კაციტაძე -სს "სარაჯიშვილის" გამოხდის, დაძველების და დაკუპაჟების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი.

ბონდო კალანდაძე - სს "სარაჯიშვილის" მაგარი ალკოჰოლური სასმელების სამსახურის უფროსი, მეღვინეობის და მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ლევ გოლიცინის ოქროს მედლის მფლობელი.

ტრეინინგის ჩატარების ადგილი: კომპანია სარაჯიშვილი, მისამართი: სარაჯიშვილის გამზირი 4.
კურსი გაგრძელდება სამი კვირის განმავლობაში, ლექციები ჩატარდება - ორშაბათს, ოთხშაბათს, და პარასკევს - 19.00 საათზე.
 
მსურველებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: s.iremashvili@sarajishvili.ge
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები