GE
1-წლიანი კურსი ოფისმენეჯერებისთვის, PR და HR თანამშრომლებისთვის
აიელსი გთავაზობთ საოფისე საქმისწარმოების ერთწლიან კურსს. შეიძინეთ პროფესია და გახდით კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე.
 
სასწავლო კურსი  ორიენტირებულია მოამზადოს  კვალიფიციური თანამშრომელი აღჭურვილი შესაბამისი ცოდნითა და ეფექტური საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით.
 
ვიწვევთ მომავალ:
  • ოფისმენეჯერებს,  ადმინისრაციულ ასისტენტებს
  • ფეისბუქ-გვერდის რედაქტორებს
  • ასევე PR და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებს
  • ნებისმიერ მსურველს, დასაქმებულებს და სამსახურის მაძიებლებს, რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია საქმისწარმოების სფეროში თანამედროვემოთხოვნების შესაბამისად. 
სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ შეიძენთ ყველა საჭირო ცოდნასა დაპროფესიულ უნარ-ჩვევას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ კონკურენტუნარიანი კადრი შრომით ბაზარზე, რაც წარმატებული დასაქმებისა დასასურველი სამუშაოს პოვნის გარანტიაა. 
 
კურსს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციურიტრეინერები.
 
კურსი შედგება 3 მოდულისგანს:  
  • მოდული: საოფისე კომპიუტერული პროგრამები (ვინდოუსი, ვორდი, ექსელი,პოვერპოინტი, აუთლუქი, ინტერნეტი, მეილი); გრაფიკული პროგრამები(ფოტოშოპი, ქორელი); ვებ-დიზაინი (HTML-ის გამოყენება); სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით აირჩიოთ 3დე-მაქსის კურსი დაქართული მართლწერა.
  • მოდული: ოფისმენეჯერი თანამედროვე ოფისში  ოფისმენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საოფისე საქმისწარმოება.
  • მოდული: უცხო ენა - ინგლისური, რუსული, თურქული, იტალიური, ესპანური ან გერმანული (არჩევით)
პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში ისწავლით კომპიუტერული პროგრამების ეფექტურ გამოყენებს: 
  • შექმნით საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო დოკუმენტაციის დიზაინს(კორპორატიული ბლანკი, ინვოისი, ანგარიშგების ფორმები, ბრძანება, მისალოციბარათი, საპრეზენტაციო მასალების ეფექტური ვიზუალიზაცია და ა. შ.)
  • შექმნით ილუსტრაციებს ფასდაკლებების, აქციების შესახებ, დაამუშავებთ და გადააკეთებთ  ფოტოებს (ქორელი, ფოტოშოპი)
  • მოამზადებთ ეფექტურ პრეზენტაციებს პოვერპოინტში
  • გაამდიდრებთ საპუბლიკაციო მასალებს გრაფიკებითა და სხვა თვალსაჩინოებით
  • შექმნით ადვილად მოხმარებად ფუნქციონალურ ბაზებს ექსელში
  • ისწავლით მეილების დაჯგუფებას სამიზნე ჯგუფების მიხედვით აუთლუქში,ისწავლით ელექტრონულ კალენდრის გამოყენებას დღის დასაგეგმად
  • შეძლებთ ვებ-გვერდის, ფეისბუქ-გვერდის რედაქტირებას და მართვას.
ამ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გარდა მიიღებთ თეორიულ ცოდნას: 
  • გაეცნობით ადმინისტრაციული ასისტენტის, ოფის-მენეჯერის,საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვისსამსახურის ფუნქცია-მოვალეობებს
  • ისწავლით საოფისე საქმისწარმოებას, მოლაპარაკების მენეჯმენტს, დაეუფლებით სატელეფონო საუბრის ეტიკეტს
  • გაეცნობით ბიზნეს კომუნიკაციის ფორმებსა და საშუალებებს (შეხვედრებისორგანიზება, კომუნიკაციის ეტაპები, კონფლიქტების მართვა)
  • შეისწავლით დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზების წესებს და საშუალებებს
  • ისწავლით საკადრო დოკუმენტების წარმოებას - თანამშრომელთა პირადსაქმეებთან, ხელშეკრულებებთან მუშაობას (HR მენეჯმენტი)         
სწავლება ინტერაქტიული ფორმატისაა, უზრუნველყოფილია თითოეული მსმენლისაქტიური ჩართულობა ტრენინგის პროცესში. ტრენინგის მსმენელი მოისმენს დანახავს ლექციის შესაბამის პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს; შეხვედრის მონაწილეებს შორის განხილული იქნება ქართული და განვითარებული ქვეყნების სხვადასხვა პრაქტიკული ბიზნეს-კეისები.
 
კურსის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
კურსის ღირებულება: 1630 ლარი. ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით.
 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები