GE
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი
ღირებულება: 280 ლარი
გაინტერესებთ როგორ ხდება სტრატეგიული კომუნიკაციების წარმართვა, იმისთვის რომ ბრენდი/კომპანია განვითარდეს და იყოს წარმატებული კონკურენტულ ბაზარზე? როგორ დაგეგმოთ სწორად და როგორ მართოთ კრიზისული სიტუაციები?
 
სასწავლო ცენტრი „ინდიგო“ აცხადებს მიღებას ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე.

კურსის გეგმა ითვალისწინებს ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა:
  • მარკეტინგული ინფორმაციის ნაკადის მართვა;
  • ბრენდინგის სტრატეგია;
  • რეკლამა;
  • გაყიდვების სტიმულირება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • მედიასთან ურთიერთობა;
  • მომხმარებლის ქცევა;
  • მყიდველთან ურთიერთობა;
  • სეგმენტაცია;
  • პოზიციაონირება;
  • პირდაპირი მარკეტინგი/პერსონალური გაყიდვები
შინაარსი:
კვირა 1
თემა: მომგებიანი ურთიერთობის მართვა
  1. მარკეტინგის განმარტება
  2. მოთხოვნილება/სურვილი/მოთხოვნა
  3. სწორი სტრატეგია: შექმენი/გაუშვი/აყიდინე
პრაქტიკული ჯგუფური სამუშაო
 
კვირა 2.
თემა:  საზოგადოებასთან ურთიერთობის განმარტება
  1. განმარტებათა ნაირსახეობა
  2. განსხვავება ჟურნალისტიკასა და რეკლამას შორის
  3. როგორ ეხმარება საზოგადოებასთან ურთიერთობა მარკეტინგს
პრაქტიკული ჯგუფური სამუშაო
 
კვირა 3.
თემა: სტრატეგიული კომუნიკაციების ხელოვნება
  1. სწორი კომუნიკაციის უნარების განვითარება
  2. სოციალური მედიის გამოყენების აუცილებლობა და უპირატესობები
  3. კორპორატიული პასუხისმგებლობის აღების მოწოდება
  4. „მუდამ ხაზზე“ პრინციპი
პრაქტიკული ჯგუფური სამუშაო
 
კვირა 4.
თემა: პრეზენტაციის უნარები და მედიასთან კომუნიკაცია
  1. სიტყვით გამოსვლა / პრესკონფერენციების მომზადება / პრესრელიზები / ვიდეორელიზები / ანონსების მომზადება
  2. მედიასთან კომუნიკაცია
  3. სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია და მესიჯების მიწოდება
*პლიუს ერთი დღე გამოცდისა და ჯგუფური პრეზენტეციებისთვის
 
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე, კვირაში 3-ჯერ.
კურსის მოცულობა: 26 საათი
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 19:00-დან 21:00-მდე
დაწყების თარიღი: 1 თებერვალი
კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
კურსს უძღვება ხატია ალფაიძე,  „სუფთა სამყაროს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.
 
სამუშაო გამოცდილება:
2012-2015 წელი – პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ პრომოუშენ მენეჯერი
2011-2012 წელი – კავკასიის უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
2008-2011 წელი – კავკასიის უნივერსიტეტის პიარმენეჯერი
2008 წელი – საორგანიზაციო დეპარტამენტისა და კანცელარიის მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტი
2007-2008 წელი – კორესპოდენტი და წამყვანი, რადიო კომერსანტი
2006-2007 წელი - კორესპოდენტი კულტურულ საკითხებში, საინფორმაციო სააგენტო მედიანიუსი
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები