GE
ბუღალტრული აღრიცხვის კომპლექსური კურსი
ღირებულება: 600 ლარი
ბუღალტრული აღრიცხვის კომპლექსური კურსი: თეორიისა და პრაქტიკის სრული ციკლი (გაძლიერებული პროგრამით)

მიაქცევთ ალბათ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი ერთი კურსის პროგრამაში შეისწავლოთ ერთდროულად ხუთი კურსის თემატიკა(თეორიისა და პრაქტიკის სრული კურსი, გაძლიერებული პროგრამით), რომელიც მოიცავს: ბუღალტერიის თეორიას+პრაქტიკულ ამოცანებს + ORIS-ის პროგრამაში რეალური მცირე საწარმოს ერთი წლის ბალანსის შედგენის პრაქტიკას + rs.ge-ზე პრაქტიკული მუშაობას + დეკლარაციების მომზადება-გადაგზავნას).
კურსის ხანგრძლივობა:  3 თვე;

გვერწმუნეთ ეს კურსი ნამდვილად თქვენთვისაა, თუ:
  • გაქვთ განზრახვა იმუშაოთ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ, ფინანსურ მენეჯერად, დამოუკიდებლად შეძლოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობის, მათ შორის თქვენი პირადი ბიზნესის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა -ანგარიშგების სწორად წარმართვა;
  • გქონდათ ბუღალტრული აღრიცხვა -ანგარიშგების წარმოების გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ არ იყავით დარწმუნებული რამდენად სრულად ფლობდით ამ სფეროს, რადგან არ გქონდათ საკმარისი თეორიული ცოდნა და არ იცნობდით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს;
  • გსურთ უკეთ გაერკვეთ თქვენი ბიზნესკომპანიის (ორგანიზაციის, ბიზნესის)ბუღალტრული, საფინანსო სამსახურის, ბუღალტრის, ფინანსური მენეჯერის საქმიანობაში, რათა უფრო კვალიფიციურად, ეფექტურად შეძლოთ კონტროლი, მათი საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობის შეფასება;
  • გქონდეთ კავშირი ამ სფეროში აღიარებულ პროფესიონალებთან და მიიღოთ პრაქტიკული და ეფექტური კონსულტაცია სწორი, გამართლებული და ადექვატური გადაწყვეტილებების მისაღებად
კურსის დასრულების შემდგომ:
  • დარწმუნდებით, რომ ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლა სავსებით რეალურია, მით უფრო მაღალი კვალიფიკაციისა და კარგი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერის მეგზურობით. მთავარი მონდომებაა.
  • გეცოდინებათ, თუ როგორ იმუშაოთ სწორად, მოქმედი კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში;უფრო თამამი და თვითდაჯერებული გახდებით არჩეულ სპეციალობაში
  • გექნებათ შესაძლებლობა ახლოს გაიცნოთ თქვენი ჯგუფის წევრები და ტრენერი, აუდიტორული კომპანიის აუდიტორები, დამფუძნებლები,კომპანიაში დასაქმებული სხვადასხვა სფეროს უფლებამოსილი ექსპერტები, ჩამოაყალიბოთ მათთან საქმიანი, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, რომლებიც აუცილებლობისას მომავალში დაგეხმარებიან , გაგიზიარებენ გამოცდილებასა და ცოდნას, ხოლო აუცილებლობისას ითანამშრომლებენ თქვენთან იმ სფეროში, რომელიც თქვენ უკეთ გეცოდინებათ შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების გამო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები