GE
ბიზნესის ადმინისტრირების კურსი – "ეფექტური მმართველი"
ღირებულება: 280 ლარი
ტრენინგის შესახებ:
ბიზნესის ადმინისტრირების კურსი არის კომპლექსური პროგრამა, რომელიც მასში ჩართულ მონაწილეებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ ბიზნესის მართვის ძირითად პრინციპებს, გამოიმუშაონ ბაზარზე ორიენტირებული ხედვა.
ტრენინგი განკუთვნილია იმ პროცესების შესასწავლად, რომელთა ერთობლიობა წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესის არსს (ცოდნა, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესი, როგორ მუშაობს იგი და რა მეთოდებით ხდება მისი მართვა). კურსის მსმენელები მიიღებენ საბაზისო ცოდნას ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში, როგორიცაა მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, ფინანსური და საოპერაციო მენეჯმენტი.
 
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ბიზნესი და სურთ მისი შემდგომი განვითარება, ან გეგმავენ ახალი ბიზნესის წამოწყებას ტურისტული, ფარმაცევტული, სამშენებლო თუ სხვა მიმართულებით. კურსი აგრეთვე განკუთვნილია სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთათვის, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება.
 
რას ვისწავლით?
ტრენინგის მონაწილები ისწავლიან ბიზნეს გარემოს შეფასებას, ბაზრის ანალიზს და სტრუქტურას, ბიუჯეტირებას, ბიზნეს გეგმის შემუშავებას. მსმენელები გამოიმუშავებენ ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ უნარებს. ისწავლიან მოტივაციის ამაღლების მეთოდიკას თანამშრომლებში, რეპორტინგს, კომუნიკაციის დაგეგმვას და მოლაპარაკებების წარმოებას.
 
ტრენინგის მეთოდიკა:
ტრენინგის მსვლელობისას თეორიულ მასალასთან ერთად მოხდება სხვადასხვა ქეისების განხილვა, ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო ბიზნეს გეგმის შედგენა და მისი პრეზენტაცია.
  • კურსის გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედების მქონე სტუდენტები სარეკომენდაციო წერილს.
ტრენინგის თემატიკა:

1. ბიზნესის მისია, მიზნები და ამოცანები;
  • იურიდიული სტრუქტურები; მისიის მიზნები და ამოცანების ფორმულირება; ბიზნესის მიზნები SMART მეთოდი; SWOT ანალიზი;
2. მარკეტინგის საფუძვლები;
  • ბაზრის ანალიზი (ზომა, სეგმენტი); მარკეტინგის სტრატეგია (ამოცანები, მეთოდები)
3. ბიზნესის გარემო;
  • ბაზრის სტრუქტურა; მთლიანი ეკონომიკური სისტემა; დაინტერესებული მხარეების (Stakeholder) ანალიზი; მიკრო და მაკროეკონონიკური ფაქტორები;
4. ლიდერობა, კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ადამიანის ფსიქო-ტიპები, მოტივაცია, რეპორტინგი, კომუნიკაციის დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმოება;
5.  მენეჯმენტის სტრუქტურა და ადამიანური რესურსების მართვა;
  • მენეჯმენტის სტრუქტურები, ორგანიზაციული წყობა, ლიდერობისა და მენეჯმენტის ფორმები; თანამშრომლების დაქირავება, კვალიფიკაციის ამაღლება/ტრენინგი; ბიზნეს ეთიკა;
6.  საწარმო/საოპერაციო მართვა;
  • ხარისხის კონტროლი; პროექტის მენეჯმენტის ელემენტები;
7. ბუღალტერია და ფინანსები;
  • ნულოვანი მოგება (break even); კომპანიის ანგარიშწარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი); ბიუჯეტირება;
8. რისკების მართვა;
  • რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, პრიორიტეტიზაცია, რეაგირების სტრატეგიები;
ტრენერი: ირინა ქიტიაშვილი 
10 წლიანი გამოცდილება მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. 2007 წლიდან დღემდე მოღვაწეობს CBS Consulting-ის მენეჯერად. მრავალწლიანი გამოცდილება კომერციული გარიგებებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სავაჭრო ხელშეკრულებების კუთხით. მოღვაწებდა, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და ევროპის ქვეყნებში.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ. ღირებულების გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 12 მაისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 9 მაისი
 
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/სამშაბათი/პარასკევი: 19:00 სთ.
სასწავლო მასალები უფასოა, შედის  სწავლის ღირებულებაში.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები