GE
ლიდერობა და ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია
ღირებულება: 260 ლარი
ეფექტური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკებისა თუ ზოგადად ურთიერთობის წარმართვისათვის. ვერბალური კომუნიკაციის თვისებურებებისა და არავერბალური სიგნალების ცოდნა და მათი გამოყენება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს წარმატებას ნებისმიერ სფეროში. ამასთანავე, ერთი ლიდერი ვერ იქნება საკმარისი დიდი ორგანიზაციის წარმატებისათვის, ამიტომ მნიშვნელოვანია შუა რგოლის რაც შეიძლება მეტი მენეჯერი გარდავქმნათ ლიდერად და დავეხმაროთ სათანადო უნარების განვითარებაში.
 
რას ვისწავლით?
ტრენინგის მსვლელობისას განხილულ იქნება ქეისები, რაც დაეხმარება მსმენელს განივითაროს გუნდური პრინციპების უნარები, დაეუფლოს გუნდის ეფექტური მართვის მეთოდებს, შეძლებს შეუფერხებელ კომუნიკაციას, როგორც გუნდის შიგნით ასევე მის გარეთ. 
 
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
ტრენინგი მნიშვნელოვანია ყველა სფეროში მომუშავე საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • ლიდერობის ცნების განსაზღვრა; (ლიდერის თვისებები, ძლიერი და სუსტი მხარეები,ლიდერის როლი ორგანიზაციაში)
  • ლიდერობის სტილი; ფორმალური და არაფორმალური ლიდერი;
  • ლიდერი-მოტივატორი, მოტივაციის თეორიის მიმოხილვა; თეორია  X  და Y;
  • ლიდერი და გუნდი; გუნდის ეფექტური ფუნქციონირება; განსხვავება გუნდსა და ჯგუფს შორის;  გუნდის ორგანიზაციული  განვითარების ეტაპები და მისი მართვა;
  • უორენ ბაფეტი, ბოლ მანდეილისა და მაკ გრეგორის თეორიების მიმოხილვა; ადამიანური ბუნების 4 ძირითადი ინტელექტი;
  • ცვლილებების ლიდერი; 5 კითხვა და უკუკავშირის ანალიზი;
  • კომუნიკაციის რაობა, არსი და მიზანი;
  • კომუნიკაციის მსვლელობა, ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ კომუნიკაციის პროცესებზე, ბარიერები და მათი გადალახვა;
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია; სხეულის ენა ანუ :Body Language“;
  • ასერტული ქცევა და მისი მნიშვნელობა სწორი კომუნიკაციისათვის;
  • NLP (ნეიროლინგვისტური პროგრამირება);
ტრენერი: ნანა გოგოხია JFDP_2011(ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ლექტორთა გაცვლითი პროგრამის) კურსდამთავრებული. დეპარტამენტი ლიდერობა მენეჯმენტსი და პოლიტიკა. Seton Hall University.USA.ევროპული უნივერსიტეტი - ასისტენტ-პროფესორი. ფლობს საერთაშორისო დიპლომს საერთაშორისო ბიზნესის მარკეტინგის განხრით.Escola Universitaria de Saria and Saint Diodor Foundation.Barselona 2009. გაეროს სწავლების პროგრამის დირექტორი.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 20სთ.
ტრენინგის ღირებულება: 260 ლარი  (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 6 აპრილი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 3 აპრილი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00
სასწავლო მასალები უფასოა, შედის  სწავლის ღირებულებაში.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები