ლოჯისტიკასა და საერთაშორისო გადაზიდვების კურსი
ღირებულება:
280
ლარი
ტრენინგის მიზანს წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების ძირითადი ელემენტების შესწავლა, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა, იმუშაოს სატრანსპორტო კომპანიებში, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტის ორგანიზება, რაც მოიცავს კლიენტებსა და მომწოდებლებთან ურთიერთობას; ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის მონიტორინგსა და საბუთების გაკონტროლებას, აგრეთვე, განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას.
ტრენინგის თემატიკა:
- საერთაშორისო გადაზიდვები; ტრანსპორტის სახეები; საზღვაო, სახმელეთო, საავიაციო გადაზიდვის ზოგადი მიმოხილვა; პრივილეგიები და ნაკლოვანებები; სატრანსპროტო ტერმინოლოგია და დოკუმენტაცია;
- ტვირთის მცნება და კატეგორია; კოდები და აბრევიატურა; გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი; საერთაშორისო სასაქონლო კოდები; INCOTERMS; დაზღვევა;
- ლოჯისტიკა; საბაჟო და არასაბაჟო (დროებითი შენახვის) საწყობი; სატვირთო ტერმინალი;
- ავიაგადაზიდვები: ავიაკომპანიები მათი ორნიშნა და სამნიშნა კოდები; საერთაშორისო აეროპორტები; საჰაერო ხომალდის ტიპები, ტვირთამწეობა და საბარგულის ზომები;
- ავიაზედდებული და ავიაკომპანიის განრიგი; სატრანსპორტო აგენტი;
- დამკვეთებთან/მიმღებებთან ურთიერთობა;
- ექსპორტი: ტრანსპორტირების დაგეგმვა და გრაფიკი; ტვირთის აღება, დასაწყობება; გადაზიდვის მარშრუტის შერჩევა; ტრანსპორტირების მონიტორინგი; ტარიფიკაცია; საექსპორტო დოკუმენტაცია;
- იმპორტი; ურთიერთობა დამკვეთთან, ინფორმაცია ტვირთზე, გადაზიდვისა და გადახდის პირობების შეთანხმება; ხარჯების კონსოლიდაცია; შეკვეთის მიღება; ტრანზიტული ტვირთის მომსახურება; მარკეტინგი
- სახიფათო ტვირთების რეგულაცია;
- ცოცხალი ცხოველების რეგულაციები.
ტრენერი: ირინე მელაშვილი
2009 წ-დან დღემდე "Camara Cargo"-ის დირექტორი; 2008-2009 წწ. "Eurasia Cargo" - კომერციული დირექტორი; 2006-2008 წწ. მენეჯერი "Eurasia Cargo"-ში; 2004-2006 წწ. Chief of Cargo Operations Department LTD Cargo "Lasare". სერტიფიცირებული ტრენერი - თემა: "სახიფათო ტვირთების გადაზიდვა"; საერთაშორისო დიპლომი IATA/FIATA.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 18 სექტემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 17 სექტემბერი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 18 სექტემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 17 სექტემბერი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ.
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს