GE
მარკეტინგის მენეჯმენტისა და კვლევების შემსწავლელი პროგრამა
ღირებულება: 340 ლარი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგცენტრი აცხადებს მიღბას კურსზე მარკეტინგის მენეჯმენტი და კვლევები

ტრენინგის მიზანია მსმენელს აუხსნას მარკეტინგის ზოგადი არსი, მისი ფუნქცია ბიზნესში, აგრეთვე მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მსმენელები გაეცნობიან მარკეტიგული ქვედისციპლინების მნიშვნელობასა და საქართველოს ეკონომიკის რეალობასთან მისადაგებული სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკის შედარებით ანალიზს.
 
ტრენინგის მეორე ნაწილი მოიცავს მარკეტინგული კვლევების ჩატარების აუცილებლობას თითოეული კომპანიის წინვლისათვის. კვლევის სახეების, სამიზნე ჯგუფების შერჩევას, აგრეთვე კვლევის ბიუჯეტისა და ანგარიშის წარდგენას.
 
ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის სფეროში მოღვაწე დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც აქვთ ურთიერთობა მომხმარებელთან, აინტერესებთ ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება, ან უბრალოდ ზრუნავს კლიენტების კმაყოფილების ხარისხსა და შენარჩუნებაზე.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • მარკეტინგი და მარკეტინგული პროცესების განსაზღვრა; მარკეტინგული გარემო;
  • სამომხმარებლო გარემო და მისი გავლენა კლიენტის კმაყოფილებასა და სენარჩუნების ხარისხზე;
  • ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება და ფასწარმოქმნის სტრატეგია;
  • მარკეტინგული მიქსის ჩამოყალიბება;
  • ახალი პროდუქტის შექმნა, განვითარება და მისი სასიცოცხლო ციკლი;
  • რეკლამა; საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • გაყიდვების მხარდაჭერა და მარკეტინგული კომუნიკაციის არხები;
  • ბრენდინგი;
  • კვლევების მიზნისა და ამოცანების განსაზღვრა;
  • სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მონაცემთა მოგროვებს ინსტრუმენტები;
  • კვლების სახეები, მისი დაგეგმის ეტაპები და შერჩევის მეთოდების განსაზღვრა;
  • კვლევის ბიუჯეტირება და ანგარიშის წარდგენა.
ტრენერები:
  • სულხან ლაცაბიძე
    მარკეტინგის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. სადაზღვეო და საბანკო სფეროებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა მარკეტინგის განხრით, არის ლონდონის კომერციის სკoლის და უელსის უნივერსიტეტის მაგრისტრი. იყო „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგის მენეჯერი. 2014 წლის ივლისიდან არის „Caucasus Online” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი. 2011 წლის მარტიდან ასწავლის მარკეტინგის ვრცელ კურსს „IBSU - ტრენინგ ცენტრსა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე.
  • მარინე იმერლიშვილი
    მარკეტინგული კვლავების სპეციალისტი. გამოყენებითი კვლევების კომპანიის (ARC)-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ სკოლისა და ბიზნეს კარიერის სკოლის ლექტორი. ადგილობრივი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე ბიზნეს ორგანიზაციების მოწვეული კვლევითი კონსულტანტი. 2013 წლიდან არის IBSU ტრენინგ ცენტრის ტრენერი
იხილეთ ლექცია: http://www.youtube.com/watch?v=19tyyvEedFo

ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 340 ლარი  (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 22 აპრილი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 20 აპრილი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი: 19:30
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები