GE
PR და ინტრეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
ღირებულება: 380 ლარი
"IBSU Training Center" აცხადებს მიღებას ტრენინგზე PR-ი და ინტრეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, გააცნობიერონ პიარ სამსახურის ფუნქცია, მიზნები, როლი და პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში; გაიგონ, თუ რას გულისხმობს პიარის პროფესია და რა უნარები მოეთხოვება პიარ მენეჯერს; გააანალიზონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა იმიჯისა და რეპუტაციის შექმნის პროცესში; ამასთანავე გაეცნონ მარკეტინგის საფუძვლებსა და სწორი ბიზნეს კომუნიკაციის წარმართვის პროცესს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მედია კვლევისა და მედია მონიტორინგს აღნიშნული სფეროსთვის. შეისწავლება PR პროექტის დაგეგმის ციკლი და მისი შემადგენელი ეტაპების განხილვა.

ტრენინგი მოიცავს გამოცდილების გაზიარებას რეალური მაგალითების საფუძველზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებს,  რომლებიც უზრუნველყოფს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას. მონაწილეები მიიღებენ უახლეს ცოდნას, გამოცდილებასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, რაც მათ საშუალებას მისცემს წარმატებით განახორციელონ პიარ სამსახურის ფუნქციები.

ტრენინგის თემატიკა:
  • PR-ის საფუძვლები; PR სტრატეგია და მათი ტიპები;
  • PR პროექტის დაგეგმვის ციკლი და მისი შემადგენელი ეტაპები;
  • ინფორმაციის მოძიება და მისი ანალიზი;
  • პრობლემის სელექცია და სამოქმედო გეგმის ცხრილის შექმნა;
  • ბიუჯეტის ოპტიმიზაცია;
  • მარკეტინგისა და კომუნიკაციის საფუძვლები;
  • ბიზნეს კომუნიკაცია;
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • კვლევა და მისი ტიპები;
  • მედია კვლევა და მედია მონიტორინგი;
  • ციფრული PR და მარკეტინგი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 40 სთ.
ტრენინგის ღირებულება:  380 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)
ტრენინგს დაწყების თარიღია: 2 მარტი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 27 თებერვალი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 სთ.
ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი.

ტრენერები:
  • თამარ საყვარელიძე
    10 წლიანი გამოცდილება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შემუშავება-განხორციელებისა და დანერგვის კუთხით კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებში. აქვს დიდი გამოცდილება მედიასთან ურთიერთობისა და საზოგადოებრივი განვითარების სტრატეგიის დასახვის მხრივ. 2010 წლიდან დღემდე არის ACT Research-ის კონსულტანტი; 2007-2011 წწ. GIPA-ს ლექტორი PR and Media Relations; 2013 წლიდან დღემდე ილიაუნის პროფესორი.
    2015 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ტრენერი.
  • მარინა ქალთრაიდერი
    11 წლიანი გამოცდილება პიარისა და კომუნკაციების სფეროში, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. კომპანია „Caltridier Advisors” დაფუძნებამდე მოღვაწეობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი და რესპუბლიკა ბანკი - პიარისა და კომუნიკაციების მენეჯერად.
  • გიორგი ნაკაიძე
    2013 წლიდან დღემდე ACT Consulting-ის უფროსი კონსულტანტი დიჯითალ მედიაში. 2012-2013 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს ბანკში დიჯითალ მედია მენეჯერად, მანამდე 2010-დან 2013 წლამდე იყო ამავე ბანკის ყველა სარეკლამო პროდუქტის თანაავტორი.
კურსების გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე. 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები