GE
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ტრენინგ-კურსი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაში ტრენინგ-კურსებს
 
ტრენინგის შესახებ:
 
შრომის უსაფრთხოება და ორგანიზაციაში დასაქმებული პირების ჯანმრთელობის დაცვა ნებისმიერი საწარმოს პრეროგატივა უნდა იყოს. ტრენინგი ემსახურება კომპანიის ხელმძღვანელ პირებისათვის ცნობიერების დონის ამაღლებასა და გაცნობას თუ რა საფრთხეებს შეიცავს ის პროფესია, რომელსაც თითოეული თანამშრომელი ასრულებს. მოხდეს რისკების შეფასება, უბედური შემთხვევების ფაქტორების გამოვლენა და მათი პრევენცია.
ტრენინგის მიზანი: ნებისმიერ საწარმოში ჩამოყალიბდეს პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული პოლიტიკის სისტემური მიდგომა, შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა. მოხდება რეალური ქეისების განხილვა და მათზე დაყრდნობით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
 
ტრენინგი განკუთვნილია: საწარმოს ტექნიკური დირექტორებისათვის, იურისტები, ადამიანური რესურსების მენეჯერები, HSE მენეჯერები და სხვა საშუალო დონის წარმომადგენლები.
 
თემატიკა:
  • ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების პოლიტიკა სამუშაოზე;
  • ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების მართვის პრევენცია;
  • რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე;
  • შემთხვევების პრევენცია და ანგარიშგება
  • დასაქმებულთა მოტივაცია: ლიდერობა და ხელმძღვანელობა;
  • სამუსაოს წარმოების ნებართვები;
  • პერსონალური (ინდივიდუალური) დამცავი საშუალებები;
  • უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სიგნალიზაცია;
  • პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
  • შიდა საწარმოო საევაკუაციო გეგმა;
  • ერგონომიკა;
  • საშიში ნივთიერებები;
  • სპეციალური სამუშაოები;
  • ხანძარი და აფეთქება;
  • დახურული სივრცე;
  • ინსტრუმენტები, მანქანები და მოწყობილობები;
  • ამძრავი, აწევა და ტვირთის გადატანა;
  • სიმაღლეზე მუშაობა;
  • ელექტროობა;
  • რადიაცია;
  • ადამიანის კუნთოვანი კვანძების დარღვევა და მათი პრევენცია;
  • ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის პრევენცია ადგილებზე და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;
  • ძალადობა და სექსუალური ზემოქმედება სამუშაო ადგილებზე.
ტრენერი: მიხეილ კორძახია
 
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შრომის სამართლისა და სამუშაოზე პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16სთ.
ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი
ტრენინგის დაწყებისთარიღი: 14 ნოემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 11 ნოემბერი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 სთ.
სასწავლო მასალები უფასოა, შედის  სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
  • ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწლების შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
  • ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები