GE
ტრენინგი დამწყები ტრენერებისთვის
ტრენინგი დამწყები ტრენერთათვის (TOT)
 
ტრენინგის შესახებ:
 
ნებისმიერ ორგანიზაციაში მეტად აქტუალურია თანამშრომელთა პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე ზრუნვა, ხოლო ტრენინგის გარეშე მსგავსი აქტივობა წარმოუდგენელია. ტრენერზე და მისი საქმიანობის ხარისხზეა დამოკიდებული ტრენინგ-მოდულის წარმატება. სწორად შერჩეული აქტივობები, ინფორმაციის გადაცემის მეთოდები, ტრენინგის წარმართვის სპეციფიკის ცოდნა და გათვალისწინება, სწავლისათვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნა – ის ფაქტორებია, რაც ტრენინგის წარმატებას უზრუნველყოფს. თუ გსურთ ტრენერობა და ჯერ არ ფლობთ რაიმე კომპეტენციას სპეციალობაში, ჩვენი კურსი დაგეხმარებათ ტრენერობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების და ცოდნის მიღებაში.
 
ტრენინგის მიზანია:
 
დამწყებ ტრენერთათვის ტრენინგების დაგეგმვისა და წარმართვისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება.
 
ტრენინგის თემები:
  • ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპები;
  • ტრენინგის ციკლი: დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება;
  • ტრენინგის სტრუქტურა;
  • აუდიტორიის მოტივირების ტექნიკები;
  • ტრენერების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომები
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება:
  • შეისწავლოს სამიზნე აუდიტორია და მისი საჭიროებები.
  • მოამზადოს პროგრამა და გაწეროს დროში,
  • დაგეგმოს სესიები,
  • მოახდინოს ეფექტური უკუკავშირი და თვითშეფასება,
  • მართოს გუნდი
  • მართოს დრო.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
  • რა არის ტრენინგი და მისი სპეციფიკა;
  • ტრენინგთან დაკავშირებული სირთულეები;
  • ტრენინგის გეგმის აგება, გეგმის პრეზენაცია;
  • სამიზნე აუდიტორიის შერჩევა და მისი კვლევა;
  • ტრენინგ-პროგრამის შექმნა, ტრენინგ მოდულის და კურსის სტრუქტურის შემუშავება, დროში გაწერა;
  • გუნდის მართვა და დინამიკა;
  • რა თვისებებს უნდა ფლობდეს ტრენერი;
  • ტრენინგი, მისი ტიპები, გამოყენებული აქტივობები და მეთოდები;
  • ლიდერი და ლიდერობა.
ტრენერი: მაია ლაპიაშვილი
 
 ათასწლეული გამოწვევის ფონდი-საქართველო (MCA –Georgia) - სკოლის დირექტორების გადამზადების პროგრამის „ლიდერობის აკადემია“ ტრენინგ-მოდულების „ადამიანური რესურსების მართვა“, „სასწავლო თემის განვითარება“ ავტორი ;
მასწავლებლის სახლის ტრენერთა სკოლის ტრენერი;
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების მართვის პროგრამის ტრენერი (2012 -2015 წწ);

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი
ტრენინგის დაწყების თარიღი: 19 ნოემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი
 
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: შაბათი/კვირა: 11:00-17:00 სთ. (შესვენება ყავა/ჩაით და სადილით) სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
  • ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწლების შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
  • ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები