GE
ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამა ქუთაისში
GIPA-ს ტრენინგების ცენტრი გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვის (HRM) ორ დღიან ტრენინგს ქუთაისში!
 
კურსის მიზანია მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ზოგადი ხედვა ადამიანური რესურსების მართვის (არმ) როლისა და ფუნქციის შესახებ. გაეცნონ ამ ძირითად სისტემებს და განსაზღვრონ მათი კონკრეტულ ბიზნესზე/ორგანიზაციაზე მორგების გზები.
 
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები განივითარებენ შემდეგ კომპეტენციებს:
  • კომპანიაში კადრის საჭიროების დადგენა, თანამშრომელთა შერჩევა, არსებული კადრის პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა. კურსის მანძილზე მიღებული პრაქტიკული ცონდის და უნარების გამოყენებით მონაწილეები შეძლებენ რეალური წვლილი შეიტანონ ბიზნესის წარმატებაში. კურსის თემატიკა • არმ როლი და ძირითადი ფუნქცია კომპანიაში;
  • არმ ძირითადი მიმართულებები;
  • რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები;
  • პოზიციების სპეციფიკაცია და კატეგორიზება (გრეიდების სისტემა);
  • შეფასების სისტემა;
  • მოტივაციის სისტემები.
ტექნიკური აღწერილობა:
 
კურსის ხანგრძლივობა: ორი დღე, (შაბათი და კვირა)
კურსის მოცულობა: 16 საათი, 10:00 დან 18:00 საათამდე (შესვენების ჩათვლით)
თარიღი: 10 - 11 დეკემბერი
ენა: ქართული
 
მისაღები პროცედურები სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 5 დეკემბერი.
 
სწავლის საფასური პროგრამის ღირებულება: 300 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს წინასწარ, ტრენინგამდე 4 დღით ადრე.
გადახდის დამადასტურებელი ქვითრები მონაწილებმა უნდა წარმოადგინონ ადგილზე.
 
პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  • ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
  • მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
  • ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  • ოთხი თანამშრომელი – 15%
  • ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით
 
საბანკო რეკვიზიტები: 
  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
 
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება. თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ჩარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან.
 
სერტიფიკატი - სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მენეჯერის (Human Resources Manager) ორ დღიანი პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: მონაწილეები უნდა დაესწრონ ტრენინგს, სრული მოცულობით. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ინდივიდუალური პროექტი.
 
პროგრამის განმახორციელებლები:
 
მაცაცო პაპავა - ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 14 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების, თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
 
ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა, ტრენინგები და პროფესიული განვითარება.
 
10+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტთა პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.
 
ნანა თვალაბეიშვილი - ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 12 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას.
 
ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება
 
10+ წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი ქუთაისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები