GE
აღსრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
ღირებულება: 1100 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლა გთავაზობთ ინოვაციურ, პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას- აღსრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.
 
პროგრამის მიზანია
მონაწილეებს გააცნოს და შეასწავლოს საქართველოს სააღსრულებო სისტემა, თუ როგორ ხდება  საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ‘’სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულება. გააცნოს თუ რა ღონისძიებებს ატარებს აღმასრულებელი პრაქტიკაში, რათა მიღწეულ იქნას გადაწყვეტილების შესრულება. 
 
კურსი განკუთვნილია:
  • კერძო კომპანიებში და კერძო პრაქტიკაში დასაქმებული იურისტებისათვის, ასევე ნებისმიერი სხვა იურისტისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით.
  • იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ სააღსრულებო სისტემას ან და  სურთ გაწიონ რეკომენდაცია აღსრულების პროცესზე. 
  • იმ პირთათვის, რომლებიც ეწევიან მცირე ან და საშუალო ბიზნეს და სურთ ისე დაგეგმონ საქმინობა, რომ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი დაბრკოლებები და თუ მაინც გახდებიან აღსრულების მონაწილეები,  იცოდნენ როგორ მოითხოვონ  როგორც კრედიტორებმა  დარღვეული უფლების აღდგენა, ან როგორც მოვალეებმა  უფლებათა დაცვა  ვალდებულების  შესრულებისას.
კურსის თემატიკა:
  • აღსრულების არსი და მიზანი; აღსრულების სისტემა;  
  • სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირები
  • აღსრულება;  აღსრულების გადადება, შეწყვეტა, შეჩერება, აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნება 
  • აღსრულება მოძრავ ქონებაზე; აღსრულება უძრავ ქონებაზე
  • იძულებითი აუქციონი 
  • აღსრულება ნივთების გადაცემისა და მოქმედების შესრულების მიზნით; ზოგიერთი კატეგორიის საქმეების აღსრულების წესები
  • ადმინისტრაციული სახდელის დამდები ორგანოები და მისი აღსრულების წესი
  • აღსრულების საფასური და ხარჯები; გადახდევინებული თანხების განაწილება კრედიტორებს შორის
  • მოვალეთა რეესტრი;
  • ფაქტების კონსტატაცია
  • გამარტივებული წარმოება
  • ელექტრონული აღსრულება  პრაქტიკაში
  • აღსრულების პროცესის სიმულაცია
  • დისკუსია და რეალური შემთხვევების განხილვა
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე
კურსის მოცულობა: 33 საათი (11 შეხვედრა თითო 3 საათი)
სასწავლო მეთოდოლოგია: სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.

საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%
  • ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  • სტუდენტებისათვის - 10%
მოთხოვნები
აპლიკანტებმა უნდა გადმოაგვზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი, სწავლა დაიწყება 7 მაისს..
 
ლექტორები
  • ნინო გოგელაშვილი  - არის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის უფროსი.
    აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 2000 წლიდან მუშაობს იუსტიციის სისტემაში, აღსრულებაში იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. ამასთან, აღსრულების საკითხებზე, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულა და ტარდება არა ერთი  სემინარი და ტრენინგი. ტრენერების ტრენინგი და პეტაგოგირი მეთოდების შემსწავლელი კურსი გავლილი აქვს საფრანგეთში.  საფუძვლიანად იცნობს საქართველოს სააღსრულებო სისტემას, ასევე სააღსრულებო სისტემის გაცნობის მიზნით იმყოფებიოდა არა ერთ ქვეყანაში.  ასევე ჩართულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სხვადასხვა პროექტში.
  • დიმიტრი გუგუნავა არის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
    დოქტორანტი (Ph.D. Student). თსუ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.
    აქვს 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 2010 წლიდან მუშაობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა პოზიციაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში: ელექტრონული აუქციონი, ფაქტების კონსტატაცია (EU Twinning BESTT Project). ასევე ჩართულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სხვადასხვა პროექტში.
საკონტაქტო პირი: ნინო კოშკელაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ტელ:  (995 32) 2 49 75 02
ელ-ფოსტა: n.koshkelashvili@gipa.ge
მობ:  +995 598 154 815
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები