GE
აუდიო–ვიზუალური და მედია ხელოვნება – საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 5400 ლარი
ვინ ვართ ჩვენ

GIPA – 20 წელია, ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
GIPA არ არის მხოლოდ სახელი,  ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში.
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფომ მართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები,  მედიაბიზნესი და ხელოვნება.
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
GIPA -ს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.


აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნება საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა უნიკალურია, რადგან ერთი მხრივ, ის იძლევა კომპლექსურ ცოდნას  მულტიდარგობრივ სპეციალიზაციებში  და მეორე მხრივ, ბაზისურ ცოდნას კულტურასა და ხელოვნებაში. სტუდენტები სპეციალიზდებიან მედია ხელოვნებაში - რეკლამა, გრაფიკული დიზაინი, ციფრული დიზაინი, ილუსტრაცია და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში - სატელევიზიო და კინო წარმოება, დოკუმენტალისტიკა, მულტიმედია და ხმის დიზაინი.
საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების შემოქმედებით განვითარებასა და კარიერულ ზრდაზე, რაც ჯიპას ერთიანი კონცეფციის ნაწილია. სკოლის კურსდამთავრებულების 85% დასაქმებულია შესაბამისი მიმართულებების საუკეთესო კომპანიებში.

სწავლის საფასური
2014-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 5,400 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა:

სტიპენდია: ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მოტივაციის ამაღლების მიზნით სკოლა გასცემს სემესტრულ სტიპენდიებს სწავლების მეორე ეტაპიდან. სტიპენდიანტი აკადემიური მოსწრებისა და სკოლის აქტივობებში მონაწილეობის მიხედვით ვლინდება. სემესტრულად გაიცემა ორი სტიპენდია - ერთი, მედია ხელოვნების სპეციალობის სტუდენტისთვის, მეორე - აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სტუდენტისთვის. თითოეული სტიპენდიანტი თავისუფლდება სწავლის სემესტრული გადასახადისგან (2700 ლარი).

გრანტი: სწავლების მეორე ეტაპის ბოლოს სკოლა თითოეულ სპეციალობაზე, მედია ხელოვნება და აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, საუკეთესო კრეატიული სტუდენტური პროექტის შესაქმნელად გასცემს გრანტს 3000 ლარის ოდენობით.

შემოქმედებითი მულტიპლატფორმული ლაბორატორია:
  • ლაბორატორია არის სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც ახალგაზრდები ქმნიან მედია პროექტებს, იდეის გენერაციიდან მის საბოლოო განხორციელებამდე.
  • ლაბორატორიებს ხელმძღვანელობენ პრაქტიკოსი ლექტორები, რაც ხელს უწყობს სასწავლო პროცესშივე სტუდენტების ინტეგრირებას ბაზარსა და პოტენციურ დამსაქმებლებთან.
  • ლაბორატორიის ფარგლებში იქმნება ისეთი მედია პროექტები, როგორიცაა სარეკლამო რგოლები, "ბრენდბუქები", ელექტრონული წიგნები, სოციალური რეკლამები, მუსიკალური ალბომები, დოკუმენტური ფილმები, მულტიმედია და ვიდეო პროექტები. სკოლა ეხმარება სტუდენტებს პროექტების განვითარებასა და ნამუშევრების საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგენაში.
ლექტორები:

პროგრამის წარმატებას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც ასწავლიან. სწორედ ამიტომ ჩვენს პროგრამაში ჩართულია აუდიო-ვიზუალური და მედია მიმართულების ყველა პროფესიონალი. ჩვენი ლექტორები, ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები, მზად არიან სტუდენტებს გაუზიარონ ის გამოცდილება, რაც თავისი წარმატებული კარიერის პერიოდში დააგროვეს.

პარტნიორი კომპანიები:
 
სასწავლო პროგრამა ხორციელდება პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რაც გულისხმობს კომპანიების ხელმძღვანელების ჩართულობას პროგრამაში ლექტორების სახით და კომპანიების უშუალო ჩართულობას სტუდენტების პროფესიული განვითარების პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:
  • უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი;
  • საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური;
  • საგანმანათლებლო პროგრამა: აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება და შემოქმედებითი გზა - ხანგრძლივობა 4 წელი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
  • ხელოვნების ბაკალავრი აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში;
  • ხელოვნების ბაკალავრი მედია ხელოვნებაში.
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი;
სწავლების ენა: ქართული;
პროგრამის ღირებულება: წელიწადი 5400 ლარი.

ჩააბარე ჯიპაში!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები