GE
Autodesk Certificate 3DS MAX - სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 1800 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და კომპანია CG LAB გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტის სასერტიფიკატო პროგრამას - Autodesk Certificate 3DS MAX.
 
პროგრამის შესახებ:
GIPA-ს CG MULTILAB-ი კავკასიის რეგიონში Autodesk-ის პირველი ავტორიზებული ტრენინგ ცენტრია, რომელიც გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს კომპიუტერული გრაფიკის, ანიმაციისა, ვიზუალური ეფექტების და არქიტექტურული ვიზუალიზაციის მიმართულებით. სასწავლო პროგრამას, პროფესიონალ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ახორციელებს კავკასიის რეგიონში Autodesk-ის სერტიფიცირებული ტრენერი თემო რუხაია.
პროგრამის მიზანია 3DS MAX-ის შესწავლა, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შექმნან სამგანზომილებიანი პროექტები და პროდუქტები.
 
სასწავლო პროცესი, რომელიც წარიმართება უახლესი აპარატურით აღჭურვილ GIPA-ს CG MULTILAB-ში, მთლიანად ორიენტირებულია პრაქტიკულ სამუშაოებზე, რაც ხელს უწყობს მასალის ეფექტურად ათვისებას.
 
საუკეთესო კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობას კომპანია Autodesk-ის მიერ ორგანიზებულ ყველა საერთაშორისო კონკურსში.
 
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე. სწავლა დაიწყება 2015 წლის 1 დეკემბერს.
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ/სამჯერ, სამუშაო დღეებში, საღამოს 19:00-დან 22:00-მდე, შაბათობით - დღის პირველ ნახევარში.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 29 ნოემბერი.
 
კურსის მოცულობა: 144 საათი; (3DS MAX-ის საწყისები - 24 საათი)
პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი; 3DS MAX-ის საწყისები - 450 ლარი (აღნიშნული მოდულის გავლა აპლიკანტისთვის სავალდებულოა ტესტირების შედეგების მიხედვით)
სწავლების ენა: ქართული
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ GIPA-ს და Autodesk-ის ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
  • ფინალური პროექტის მომზადება და წარდგენა;
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE 11 TB79 6913 60201000 09
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
 
საბუთების  მიღების შემდეგ, 30 ნოემბერს ჩატარდება ტესტირება (3DS MAX-ის პროგრამის ცოდნის განსასაზღვრად) და გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  • მოტივაცია
  • 3DS MAX-ის საწყისების ცოდნა, რომელიც შეფასდება ტესტირების საფუძველზე; აპლიკანტები, რომლებიც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, ვთავაზობთ დამატებით მოდულს - 3DS MAX-ის საწყისებს.
პროგრამის განმახორციელებლის, თემო რუხაიას ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ ბმულებს:
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%
  • GIPA - ს სტუდენტები - 20%
  • ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  • სტუდენტებისათვის - 10%
  • მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (3 და მეტი შვილი) - 10%
საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები