ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება:
7500
ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა აგებულია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის სინთეზზე. პროგრამა შედგება ექვსი მოდულისაგან:
- საბაზისო საგნები;
- კორპორატიული ფინანსები;
- ლიდერობა და ადამიანების მართვა;
- ტექნოლოგიები და ოპერაციების მართვა;
- ბაზრების განვითარება;
- მეწარმე მენეჯერი.
პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმიდან გამომდინარე სტუდენტები ჩაერთვებიან ბიზნესის რეალურ სამყაროში სხავადასხვა აქტივობებით, როგორიცა არის: ბიზნეს სიმულაციები, როლური თამაშები, პრაქტიკული სამუშაოები, ბიზნეს გეგმები/პროექტები, საველე სამუშაოები. სწავლება ასევე მოიცავს მასტერ კლასებს წამყვანი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერებისგან.
ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით GIPA-ში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია ინიციატივების გენერირება; სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა; სწავლების მაღალი ხარისხის სტანდარტების შემუშავება; საკუთარი გამოცდილებისა და კონტაქტების გაზიარება.
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით GIPA-ში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია ინიციატივების გენერირება; სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა; სწავლების მაღალი ხარისხის სტანდარტების შემუშავება; საკუთარი გამოცდილებისა და კონტაქტების გაზიარება.
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
- ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების B ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა;
სწავლის საფასური:7500 ლარი (1 წელი)
სტიპენდიების და გრანტების სისტემა:
სტიპენდიების და გრანტების სისტემა:
- საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები - დაფინანსება 1000 ლარი
- შიდა მისაღებ გამოცდებში შეფასება 90%-ი და მეტი - დაფინანსება 1000 ლარი
დამატებითი ინფორმაცია:
- სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
- სწავლების ენა: ქართული
- პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
- სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება კვირის დღეებში და დატვირთული შაბათი
- პროგრამის ვებ-გვერდი: www.gipa.ge/mba
საბუთების მიღება გრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით 12:00-დან 19:00 საათამდე.
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ბაკალავრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში - დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი;
- ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, B ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა;
- სამოტივაციო წერილი;
- CV;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ფოტო 3x4-ზე;
- GIPA-ს შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრების და ტესტირების წარმატებით გავლა, სადაც შემოწმდება როგორც ინგლისური ენის (დონე - intermediate-B2), ასევე სტუდენტის სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნა. შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კანდიდატის უნარ-ჩვევებს, რომლებსაც ის წარმოაჩენს გასაუბრების პროცესში.
შევსებული აპლიკაცია და დამატებითი დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ სამაგისტრო პროგრამის მიხედვით შესაბამისი სკოლის მისამართზე ან გამოაგზავნოთ იმეილით: admin@gipa.ge და study@gipa.ge
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს