GE
ბიზნესის ადმინისტრირება - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 7500 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა აგებულია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის სინთეზზე.
 
პროგრამა შედგება ექვსი მოდულისაგან: 1. საბაზისო საგნები; 2. კორპორატიული ფინანსები; 3. ლიდერობა და ადამიანების მართვა;  4. ტექნოლოგიები და ოპერაციების მართვა; 5. ბაზრების განვითარება; 6. მეწარმე მენეჯერი. პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმიდან გამომდინარე სტუდენტები ჩაერთვებიან ბიზნესის რეალურ სამყაროში სხავადასხვა აქტივობებით, როგორიცა არის: ბიზნეს სიმულაციები, როლური თამაშები, პრაქტიკული სამუშაოები, ბიზნეს გეგმები/პროექტები, საველე სამუშაოები. სწავლება ასევე მოიცავს მასტერ კლასებს წამყვანი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერებისგან.
 
ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით GIPA-ში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია ინიციატივების გენერირება; სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა; სწავლების მაღალი ხარისხის სტანდარტების შემუშავება; საკუთარი გამოცდილებისა და კონტაქტების გაზიარება.
 
საუკეთესო სტუდენტს რეიტინგით საშუალება ექნება მიიღოს ორმაგი ხარისხი და გაიაროს ერთი მოდული GIPA-ს დაფინანსებით ბიზნესის და სოციალური მეცნიერებების სკოლაში (ESERP) მადრიდში ან ბარსელონაში.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების B ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა;
სწავლის საფასური: 7500 ლარი (1 წელი)
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა:
  • საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები - დაფინანსება 1000 ლარი 
  • შიდა მისაღებ გამოცდებში შეფასება 90%-ი და მეტი - დაფინანსება 1000 ლარი  
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება კვირის დღეებში და დატვირთული შაბათი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები