GE
გაყიდვების მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 1800 ლარი
GIPA-ს ტრენინგების ცენტრის გაყიდვების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია როგორც ახალბედა მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი კარიერა დაუკავშირონ გაყიდვების მენეჯმენტის სფეროს, ასევე აღნიშნულ სფეროში დასაქმებული საცალო და საბითუმო სავაჭრო წერტილების მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით.
 
სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ,
განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.
 
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ გაყიდვების მართვას, შეკვეთების დაგეგმვას, ეცოდინებათ რითეილ მარკეტინგი და მერჩენდაიზინგი.
 
პროგრამის აღწერილობა
  • გაყიდვების მენეჯმენტი
  • კომპანიის პოზიციონირება ბაზარზე
  • მომხმარებლების სეგმენტაცია
  • კატეგორიული მენეჯმენტი
  • ასორტიმენტის მართვა კატეგორიების მიხედვით
  • მარაგების და შეკვეთების მართვა
  • სადაზღვევო მარაგი
  • გაყიდვების პროგნოზირება
  • შეკვეთის ციკლი
  • შეკვეთის შესრულების დაგეგმილი დრო
  • შეკვეთის ეკონომიური მოცულობა
  • ინვესტიციები მარაგებში
  • ფიზიკური და პერიოდული ინვენტარიზაცია
  • მერჩენდაიზინგი რითეილში
  • სამსაფეხურიანი მერჩენდაიზინგი
  • რითეილ მარკეტინგი
  • კომუნიკაცია მომხმარებელთან
  • მიმზიდველი ასორტიმენტი
  • ატმოსფერო, მუსიკა და სურნელი მაღაზიაში 
  • ფასების აღქმა
  • ლოიალობის ბარათები
  • კომუნიკაციის უნარები
  • მოლაპარაკების უნარები
  • პრეზენტაციის უნარები 
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.
კურსის მოცულობა: 99 საათი
სწავლების ენა: ქართული
 
მისაღები პროცედურები
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (t.kapanadze@gipa.ge) და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2016 წლის 10 ოქტომბერი. სწავლა დაიწყება 2016 წლის 15 ოქტომბრიდან.
 
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი, სამუშაო გამოცდილება.
 
სწავლის საფასური
პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და დარჩენილი ნაწილი მეორე თვის პირველ კვირაში.
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
  3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%
კორპორატიული ფასდაკლება
ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:
  1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  2. ოთხი თანამშრომელი – 15%
  3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
 
საბანკო რეკვიზიტებo:
სს “თი-ბი-სი ბანკი”
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
სერტიფიკატი
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გაყიდვების მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.
 
საკონტაქტო პირი:
თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მმართველობის სკოლა
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ: +995 599 629 777
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები