GE
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა GIPA-ში
ღირებულება: 500 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გთავაზობთ ინგლისური ენის ინტენსიურ, მოკლევადიან (4 კვირა) კურსს.
 
პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისთვის, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ ‘pre-intermediate’ დონეზე და  დაინტერესებულები არიან ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში.
 
კურსს წარუძღვება ჯეფრი მორსკი, ლექტორი მრავალწლიანი გამოცდილებით (GIPA-ს ლექტორი 2012 წლიდან) რომლისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა. იგი ასევე გახლავთ საერთაშორისო კონსულტანტი კომუნიკაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.
კურსი შედგება 10 მოდულისგან და მოიცავს ძალზედ საინტერესო და აქტუალურ თემებს.
 
პროგრამის აღწერილობა /თემები
  1. MODULE 1 – The Art of Public Speaking
  2. MODULE 2 – Composition
  3. MODULE 3 – The Art and Craft of Debate
  4. MODULE 4 – Negotiation
  5. MODULE 5 – Business Correspondence
  6. MODULE 6 – UN Model Simulation
  7. MODULE 7 – Social Media
  8. MODULE 7 – Social Media
  9. MODULE 9 – Negotiation II
  10. MODULE 10 – The Job Interview
პროგრამის განმახორციელებელი - ჯეფრი მორსკი
 
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 4 კვირა. სწავლა დაიწყება 2015 წლის 1 ივნისს.
ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ  (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი) 12.00 – 15.00  საათამდე. კურსის დაწყებამდე მონაწილეებს ექნებათ ინტერვიუ ენის ცოდნის დონის გასარკვევად. კურსის მსვლელობისას ჩატარდება შუალედური და ფინალური გამოცდები.
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2015 წლის 30 მაისი.
კურსის მოცულობა: 36 საათი
პროგრამის ღირებულება: 500 ლარი
კურსის  წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ GIPA-ს სერტიფიკატი ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონის მითითებით.
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა
შერჩევის კრიტერიუმები:
  1. ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის ‘pre-intermediate’ დონეზე
  2. მოტივაცია
  3. კომუნიკაციის უნარი
საკონტაქტო პირი:
მარინა კვიცარიძე;
მობილური: 595 959096
ტელეფონი: 249 75 45;
ელ-ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
მისამართი: გორგასლის 101;
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები