GE
ინტერიერის დიზაინის პროფესიული პროგრამა
ღირებულება: 1800 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და Art Factory of GIPA გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამას ინტერიერის დიზაინში.
 
პროგრამის შესახებ:
ინტერიერის დიზაინი პოპულარული დარგია, თუმცა პროფესიონალთა ნაკლებობა მკვეთრად მოქმედებს ბაზრის  განვითარებაზე. დიზაინის კონტექსტი მოიცავს სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ და ესთეტურ ასპექტებს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია კრეატიული აზროვნების განვითარებაზე და პროფესიონალურად გამართული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
პროგრამა მოიცავს როგორც სარეზიდენციო (ბინა, საკუთარი სახლი), ასევე კომერციული ინტერიერის (ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კომპანიის ოფისები და ა.შ) დიზაინის კონცეპტუალურ და ტექნიკურ განსხვავებულ მახასიათებლებს.
 
კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის შექმნის თეორიულ და კონცეპტუალურ ასპექტებს, გუნდური მუშაობის ძირითად პრინციპებს, გაივლიან დამკვეთთან უშუალო ურთიერთობის პრაქტიკას, ასევე დამოუკიდებლად დაამუშავებენ და სასწავლო კურსის დასასრულს წარმოადგენენ ორიგინალურ საავტორო  პროექტს.
 
პროგრამის მიზანია ინტერიერის დიზაინით დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი, როგორც პროფესიონალების ინტეგრირება კონკურენტულ გარემოში.
 
პროგრამის აღწერა:
  1. ინტერიერის დიზაინი - შემოქმედებითი კონცეფცია / 32 შეხვედრა  - კურსის ფარგლებში მსმენელები პრაქტიკული სამუშოების ფარგლებში შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის შექმნისა და განვითარების გზებსა და ეტაპებს, მის ესთეტიკურ და ფუნქციურ მხარეებს, ინტერიერის დიზაინს, როგორც კომპლექსურ ხელოვნებას, მის პარალელებს ხელოვნების სხვა დარგებთან. მსმენელები გაივლიან თანმიმდევრულ ეტაპებს - იდეების გენერირებიდან მის განხორციელებამდე.
    ლექტორი: ნინო არევაძე
    ARCHITECTURE AND INTERIOR DESIGN, UCLA, CA (CALIFORNIA UNIVERSITY LOS ANGELES)
    INTERIOR DESIGN DECORATING, MOLLOY COLLEGE, NY
  2. ბრენდინგი/4 შეხვედრა - სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ბრენდის  ფუნქცია და კორპორატიული ინტერიერის დიზაინის კონცეფცია  ბრენდის პლატფორმაზე დაყრდნობით.
    ლექტორი: ალექსი ჩიქოვანი
    MBA, LANCASTER UNIVERSITY, MANAGEMENT SCHOOL
    FOUNDER,CEO, BRAND CONSULTANT  “LIVE BRANDING LLC”
  3. დიზაინის სტრატეგია/6 შეხვედრა კურსის მიზანია შეასწავლოს მსმენელებს სტრატეგიული აზროვნების პრინციპები, დიზაინის განვითარების ეტაპები და სტილები, ინოვაციური იდეების განვითარების ხერხები და ინტეგრირებული დიზაინის მნიშვნელობა დღევანდელ კონკურენტულ გარემოში.
    ლექტორი: ნინო ლიპარტელიანი
    MA ARCHITECTURE TSAA, MA MANAGEMENT SBE
    FOUNDER, PRESIDENT ASSOCIATION “4ART”
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 16 კვირა. სწავლა დაიწყება 2016 წლის 30 იანვარს
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ/სამჯერ, სამუშაო დღეებში საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით - დღის პირველ ნახევარში.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 24 იანვარი.
 
კურსის მოცულობა: 125 საათი
სწავლების ენა: ქართული
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ინტერიერის დიზაინერის სერტიფიკატი.
 
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
  • თითოეულ საგანში პროექტის მომზადება და წარდგენა;
  • ფინალური ინდივიდუალური, შემოქმედებითი პროექტის მომზადება და წარდგენა;
სასწავლო პროგრამა დასრულდება გამოფენით.
 
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
 
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (25 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით).
შერჩევის კრიტერიუმები:
  • მოტივაცია
  • ტექნიკური დავალება - მოცემულობის შესაბამისი, მარტივი ჩანახატის შესრულების უნარი.
  • შემოქმედებითი აზროვნება 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%
  • GIPA - ს სტუდენტები - 20%
  • ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  • სტუდენტებისათვის - 10%
  • მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (3 და მეტი შვილი) - 10%
საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები