GE
ინტერპერსონალური ურთიერთობების სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 650 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გთავაზობთ ზურაბ მხეიძის სასერტიფიკატო საავტორო კურსს ინტერპერსონალური ურთიერთობები.
 
პროგრამის შესახებ:
ადამიანი სოციალური არსებაა და ურთიერთობები მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ, ურთიერთობები განსაზღვრავს ადამიანის თვითშეფასებას და ცხოვრებით კმაყოფილებას. პროგრამა მოცავს სოციალურ გარემოში ტრადიცულად არსებული ურთიერთობების ყველა ტიპს, როგორც საქმიანს, ისე პირად ურთიერთობებს. შესაბამისად, მსმენელები გაეცნობიან ურთიერთობის სპეციფიკას, დინამიკას; პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბების მნიშვნელობას და სხვა კანონზომიერებებს რომელიც დაკავშირებულია ურთიერთობის სპეციფიკასთან.
 
პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ზოგადი წარმოდგენა ურთიერთობებზე, უფრო გასაგები და ადვილი გახდება მათთვის სხვადასხვა ჯგუფებში ურთიერთობა, გამოუმუშავდებათ ადაპტაციისა და ინტეგრაციის უნარი.
კურსი განკუთვნილია ყველა იმ პირთათვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ურთიერთობები, როგორც სამსახურეობრივი ასევე პირადი. ვისაც სურს აიმაღლოს ცოდნა და გაიუმჯობესოს ურთიერთობები.
 
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 10 კვირა. სწავლა დაიწყება 2016 წლის 23 იანვარს.
ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათობით 15:00-დან 18:00 საათამდე. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 18 იანვარი.
კურსის მოცულობა: 30 საათი
სწავლების ენა: ქართული
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
 
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
  • დადებითი შეფასება
მსმენელების ცოდნა შეფასდება ლექტორის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული მიდგომის საფუძველზე, რომელსაც მონაწილეებს გააცნობს პირველ შეხვედრაზე. 
  
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და  CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
 
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (20 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით).
შერჩევის კრიტერიუმები:
  • მოტივაცია
  • სამუშაო გამოცდილება
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%
  2. GIPA-ს სტუდენტებისათვის - 20%
  3. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  4. სტუდენტებისათვის - 10%
  5. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (სამი და მეტი შვილი) - 10%
საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები