GE
იურიდიული ფსიქოლოგია - სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 600 ლარი
იურიდიული ფსიქოლოგია (ნორმატიული და დევიაციური ქცევის საფუძვლები) - ვახტანგ ნადარეიშვილის საავტორო სასერტიფიკატო პროგრამა
 
პროგრამის მიზნები: 
ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის საფუძვლების (კონცეფციები, მეთოდოლოგია, ძირითადი ცნებების განმარტებები, სპეციალური ლექსიკა) დაუფლება იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელი ნორმატიული და დევიაციური ქცევის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების კომპლექსური გააზრებისთვის.
ცოდნის მიღება პრაქტიკულ-გამოყენებითი მიმართულებების სფეროში (მაგ. სამართლის ფსიქოლოგია, კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია, პენიტენციარული და სხვ.).
სოციალურ-სამართლებრივი მეცნიერებების გამოყენების უნარის ფორმირება სოციალური სისტემის ფორმალური და არაფორმალური (სოციალური კაპიტალი) ნორმატიული რეგულაციის, სოციალური   კონტროლის, სოციალიზაციისა და რესოციალიზაციის, სამართლებრივი კულტურის (მართლშგნება და სამართლებრივი აქტივობა) ამაღლების, დევიაციის/დანაშაულის სუბიექტისა და სუბიექტური მხარის, სამართლის ქმედითობის და სოციალური სანქციების (სასჯელის) ეფექტურობის, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურ-პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოების, სტაბილობისა და პროგრესის ხელშეწყობის კვლევის სფეროში სფეროში.
 
კურსი განკუთვნილია შემდეგი პირებისათვის:
  • სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილობისა და მდგრადი განვითარების სფეროში დასაქმებულები
  • სამართალმცოდნეები და სამართალდამცავი სისტემის მუშაკები
  • ფსიქოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები
  • ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის თეორიული და გამოყენებითი თემატიკით დაინტერესებული მკვლევარები და პრაქტიკოსები
კურსის თემატიკა:
  1. ფსიქოლოგიის საფუძვლები.  ძირითადი კატეგორიები. ქცევის თეორიები;
  2. სამართალმცოდნეობის საფუძვლები. ნორმის რაობა, ფუნქციები, სახეები, სტრუქტურა;
  3. სამართლის ფსიქოლოგია;
  4. კრიმინოლოგიური  ფსიქოლოგია;
  5. სასამართლო ფსიქოლოგია;
  6. პენიტენციარული/კორექციული/რეაბილიტაციური ფსიქოლოგია;
  7. სოციალური ღირებულებებისა და ნორმების გაშინაგნება სოციალიზაციის პროცესში. ფიქსირებული ფსიქიკური წარმონაქმნები: განწყობა, ათითუდი, მოლოდინი.პიროვნების ნიშნები;
  8. ქცევის არაცნობიერი და ცნობიერი რეგულაცია. ნებელობითი ქცევის მიმართება პასუხისმგებლობასთან, განზრახვასთან და გაუფრთხილებლობასთან;
  9. დევიაციური და დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური შემადგენლობა. მოტივი, ემოცია, მიზანი. ბრალის კატეგორია;
  10. დევიაციისა და დანაშულის გამომწვევი და შემაკავებელი მიზეზების ამხსნელი თეორიები;
  11. დანაშაულის პრევენცია სოციალურ სისტემაში. სოციალური კონტროლი. ნორმის ქმედითობის და სანქციების ეფექტურობის ფსიქოლოგიური საფუძვლები;
  12. არასრულწლოვანთა და ახალგაზრდათა დანაშაულობის პრობლემატიკა;
  13. დემოკრატიის, კანონიერებისა და სამართლებრივი კულტურის (მართლშეგნება/მართლცნობიერება და სამართლებრივი აქტივობა) სოციალ–ფსიქოლოგიური ასპექტები.
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა
კურსის მოცულობა: 30 საათი

სასწავლო მეთოდოლოგია:
სწავლების პროცესი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას. მონაწილეების შეფასება მოხდება  საბოლოო გამოკითხვის საფუძველზე.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მოთხოვნები:
პირადობის მოწმობის ასლი
შევსებული სარეგისტრაციო ფორმა 
ავტობიოგრაფია (CV)
 
სასწავლო პროცესი:
საბუთების მიღება წარმოებს 2015 წლის 10 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 2015 წლის 2 ნოემბერს
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
საკონტაქტო პირი: მარინა კვიცარიძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
მისამართი: გორგასლის 101
ტელეფონი: 249 75 45
ელ-ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge
მობილური: 595 959096

ვახტანგ ნადარეიშვილი - ფსიქოლოგი, სამართალმცოდნე.საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები