GE
ჯანდაცვის პოლიტიკის და ადმინისტრირების სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 1000 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე "ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება.“

პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელებს გააცნოს ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები და მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საჯარო და კერძო სექტორში მოღვაწეობას.
 
კურსი მოიცავს შემდეგ საგნებს:
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი
  • ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მახასიათებლები
  • ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების საკითხები
  • ჯანდაცვის ეკონომიკური ანალიზის საფუძვლები
  • ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაცია
  • საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკა - ორგანიზაციები და შეთანხმებები
  • ფარმაცევტული პოლიტიკა
  • ჯანდაცვის სტატისტიკა - გაზომვის მეთოდები და ინდიკატორები
  • საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სიტუაციური ანალიზი
  • ჯანდაცვის ორგანიზაციის ადმინისტრირების საკითხები
1) სტრატეგიული დაგეგმვა ჯანდაცვაში
2) ჯანდაცვის სისტემის ხარისხის მართვა
3) ადამიანური რესურსების მართვა ჯანდაცვის ორგანიზაციაში
4) ჯანდაცვის ორგანიზაციის ფინანსური მართვა
 
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 12 კვირა, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.
პროგრამის მოცულობა: 80 საათი
სწავლების ენა: ქართუული, სასწავლო მასალა იქნება ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე. 
სწავლის საფასურის გადახდა ხდება 2 ეტაპად.
 
პროგრამის მანძილზე მსმენელებმა უნდა ჩააბარონ შუალედური გამოცდები და პრეზენტაციები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები.
 
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (t.kapanadze@gipa.ge) და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 25 სექტემბერი. სწავლა დაიწყება 5 ოქტომბერს.
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  1. მოტივაცია
  2. კომუნიკაციის უნარი
  3. სამუშაო გამოცდილება
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  3. სტუდენტებისათვის - 10%
საკონტაქტო პირები:
თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ: +995 599 629 777
 
ჟანა ანთია
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  zh.antia@gipa.ge
მობ: +995 595 59 23 01
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები