GE
მაგარი ალკოჰოლური სასმელების მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 450 ლარი
ჯიპას (GIPA) ტრენინგების ცენტრი და დავით სარაჯიშვილის სახელობის სასწავლო–ტრენინგ ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას ქართული ღვინის ბრენდისა და სხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელების შემსწავლელ კურსზე.
 
პროგრამის აღწერილობა:
ბიზნესის მოდული:
  • ბიზნესის საფუძვლები
  • მარკეტინგის საფუძვლები
  • ბრენდინგის საფუძვლები
  • პრეზენტაციის უნარები
პრაქტიკული ნაწილი:
  •  ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოებისადმი წაყენებული მოთხოვნები
  • არყისა და მაგარი სასმელების განყოფილების გაცნობა
  • ბრენდის წარმოების ძირითადი ასპექტები
  • მაგარი სასმელების წარმოებისათვის განსაზღვრული სპირტების ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები
  • საკასრე მეურნეობის გაცნობა
  • საწარმოში საბრენდე სპირტის მიღების წესი და დაძველება
  • საბრენდე ღვინის სახდელი აპარატები: საბრენდე სპირტისა და ნედლი სპირტის გამოხდის ტექნოლოგიური პარამეტრები
  • ბრენდის დამზადება, კუპაჟი
  • ბრენდის მდგრადობა
  • ბრენდის სიცივით დამუშავება და ფილტრაცია
  • ხილის არაყი
  • ლიქიორი 
მასტერკლასები: 
  • “კონიაკის დავით სარაჯიშვილისეული პატენტი”  - ცირა ელისაშვილი, ჯიპას კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი
  • “სარაჯიშვილის” ბრენდირების ასპექტები - არჩილ გოგელია, სარაჯიშვილის ბრენდ მენეჯერი
  • მაგარი ალკოჰოლური სასმელების მარკეტინგული შეფუთვა - ნიკა ლომიძე, სარაჯიშვილის მარკეტინგის მენეჯერი 
დამატებითი აქტივობები:
  • ექსკურსია სარაჯიშვილის ქარხანაში
  • ალკოჰოლური სასმელების დაგემოვნება 
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში 3-ჯერ საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.
კურსის მოცულობა: 90 საათი
პროგრამის ღირებულება: 1350 ლარი (თვეში 450 ლარი)
სწავლების ენა: ქართული
 
ლექციების თეორიული ნაწილი ჩატარდება ჯიპას შენობაში (მის: იეთიმ გურჯის ქ. 7ბ) და პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება სარაჯიშვილის საწარმოში (მის: დავით სარაჯიშვილის ქ. 4).
პროგრამის მანძილზე მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები და/ან პრეზენტაციები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯიპას და სარაჯიშვილის ტრენინგების ცენტრის ერთობლივი სერტიფიკატები.
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე: trainings@gipa.ge და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2015 წლის 2 დეკემბერი, სწავლა დაიწყება – 7 დეკემბერს.
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  1. მოტივაცია
  2. კომუნიკაციის უნარი
  3. სამუშაო გამოცდილება
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
ლექტორები:
 
დავით აბზიანიძე - სს „სარაჯიშვილის“ ხარისხის მართვის დირექტორი და მთავარი ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,  მეღვინეობის და მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ლევ გოლიცინის ოქროს მედლის მფლობელი, გ.ვალუიკოს სახელობის პრემიის ლაურიატი.
 
ბონდო კალანდაძე – სს „სარაჯიშვილის“ მაგარი ალკოჰოლური სასმელების სამსახურის უფროსი, მეღვინეობის და მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ლევ გოლიცინის ოქროს მედლის მფლობელი.
 
გიორგი თურქია - ჯიპას ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი.
 
ნიკოლოზ აბუაშვილი - ჯიპას მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის ოცწლიანი გამოცდილება, უმუშავია კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო წრესთან. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრენინგებს და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას, კითხულობს ლექციებს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.
 
მაია კაციტაძე –სს „სარაჯიშვილის“  გამოხდის, დაძველების და დაკუპაჟების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი. მისი ავტორობით გამოცემულია 9 მონოგრაფია, რომელთა უმრავლესობა ენციკლოპედიური გამოცემის ხასიათის არის.
 
შოთა ჩინჩალაძე - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივი“-ს ბრენდ-კონსულტანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა წამყვანი კომპანიების რებრენდინგის პროცესში. კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტებში ბრენდინგის მიმართულებით.
 
საკონტაქტო პირი:
თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
T: (995 32) 2 49 75 00
E:  t.kapanadze@gipa.ge
M: 599 629 777
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები