GE
მედია ინჟინერიის სასერტიფიკატო პროგრამა
გთავაზობთ, მედია ინჟინერიის სასერტიფიკატო პროგრამას, ორი სპეციალიზაციით - ვებ პროდუქტები და მობილური აპლიკაციები.

კურსის მიზანია მსმენელებს წარმოდგენა შეუქმნას იმ კომპიუტერულ ენებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ვებგვერდის, ვებ სერვისის ან მობილური აპლიკაციის შექმნა.

მისცეს მსმენელებს საბაზისო ცოდნა კომპიუტერულ პროგრამირებაში, შეასწავლოს IT პროექტების მართვის უნარები. მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას ,არამედ პრაქტიკულად დაეუფლებიან უახლოეს ტექნოლოგიებს.

კურსის ბოლოს ერთი თვის განმავლობაში პროფესორების დახმარებით შექმნიან საკუთარ პრეოქტებს (ვებგვერდი, ვებსერვისი, მობილური აპლიკაცია).

კურსების მიზანია
კურსის მსვლელობისას სტუდენტები მიიღებენ, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას თუ როგორ შექმნან ვებ გვერდი ან მობილური აპლიკაცია, როგორ მართონ ვებ გვერდის და მობილური აპლიკაციების შექმნასთან დაკავშირებული პროექტები. ისინი პრაქტიკულად დაეუფლებიან პროგრამირების ენებს (HTML, PHP, AS3) და შეიძენენ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარებს, ისწავლიან როგორ დაგეგმონ და უხელმძღვანელონ სხვადასხვა სახის IT პროექტებს.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი

კურსი განკუთვნილია მისთვის, ვისაც სურს გაერკვეს თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელთა საშუალებითაც შეიძლება სრულფასოვანი მობილური აპლიკაციებისა და ვებ პორექტების შექმნა, რათა მომავალში შეძლოს თავად გაუძღვეს მსგავსი პროდუქტების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ პროექტებს; ჟურნალისტებისა და საზოგადოებასთან ურთოიერთობის სამსახურების თანამშრომლებისათვის, რომლებსაც სურთ წარმოდგენა შეიქმნან და დაეუფლონ იმ ტექნოლოგიებს რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია პროგრამული პროდუქტების შექმნა.

ადამიანებისათვის ვისაც დიდი ოდენობის ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება უხდება.

ასევე მათთვის ვისაც უკვე გააჩნია პროგრამულ პროდუქტებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება, მაგრამ სურს გაიღრმავოს ცოდნა, ისწავლოს IT პროექტების მართვა.

მიღება გრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით!

ლექციები ჩატარდება 2 დეკემბრიდან 3 თვის განმავლობაში (კვირაში 3-ჯერ, ლექციები 19:00 საათიდან 22:00 საათამდე).
სასერტიფიკატო პროგრამის საფასური
  • ახალი მედია ტექნოლოგიები (სპეციალიზაცია: ვებ პროდუქტები) - 750 ლარი
  • ახალი მედია ტექნოლოგიები (სპეციალიზაცია: მობილური აპლიკაციები) - 750 ლარი;
საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პირადობის მოწმობის ასლი და CV.

შეზღუდული ადგილების გამო, მსურველთა რეგისტრაცია მოხდება შემოსული სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები