GE
ნორჩ მკვლევართა სასერტიფიკატო პროგრამა GIPA-ში
ღირებულება: 600 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ნორჩი სოციალური მეცნიერი”. პროგრამა შექმნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ სოციალური მეცნიერებების მიმართულებას.
 
პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული, სახალისო სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს შეასწავლოს სოციალური მეცნიერებების ძირითადი მიმართულებები, რაც მათთვის კარიერის დაგეგმვის პროცესში, გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა იქნება.
 
სალექციო კურსები შემუშავებულია GIPA-ს წამყვანი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.
 
პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:
 
სალექციო კურსები:
I კვირა
  • სოციალური მეცნიერებების არსი (ნაწ.1): რატომ არ უნდა წავიკითხოთ წიგნი? /ლ. ბერძენიშვილი/;
  • ხელოვნება და პოლიტიკა: როდენის მოაზროვნედან მშვიდობის მტრედამდე / ნ. გედევანიშვილი/
  • სოციალური მეცნიერებების არსი (ნაწ. 2): დიდი მოვლენები და „გმირები“: პირადი ამბიციები და გლობალური ცვლილებები /ზაზა აბაშიძე/
  • კულტურული მემკვიდრეობა: ვის ეკუთვნის ქალაქი? /ც. ელისაშვილი/
II კვირა
  • ფსიქოლოგია - სინამდვილე და ილუზია: ყველა სახეს თავისი ნიღაბი აქვს /რ. საყვარელიძე/;
  • ადიქტოლოგია: ბიტკოინი, აბრეშუმის გზა და ინტერნეტი / მ.ჭავჭანიძე/
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია: გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი /ლ. ზარდალიშვილი/;
  • მეოთხე ხელისუფლება: რა მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო ჟურნალისტიკა? /ნ. ივანიშვილი/;
III კვირა
  • აზროვნების ეკონომიკური ფილოსოფია: შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი იცვლება /გიორგი თურქია/
  • საჯარო სექტორის ეთიკა: არის თუ არა ადამიანი პოლიტიკური ცხოველი?! /ნ. ჯაფიაშვილი/
  • ორგანიზაციული მენეჯმენტი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის; /მამუკა მახათაძე/
  • ფოტოისტორია: გაჩერებული წამი, რომელიც ცვლის სამყაროს /ლელი ბლაგონრავოვა/
IV კვირა
  • ამერიკისმცოდნეობა: ველური დასავლეთიდან „Iphone“-მდე; /ვასიკო კაჭარავა/
  • ახალი მედია  - მითხარი რას „აშეარებ“ და გეტყვი ვინ ხარ შენ; /სანდრო ასათიანი/
  • საქართველოს გეოპოლიტიკა: „მეგობრობა უპირველეს ყოვლისა“ თუ სტრატეგიული ინტერესი?; /ზ. აგლაძე/
  • ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები: მტერი თუ მოყვარე? /ნ ხარშილაძე/ 
V კვირა
  • ეკონომიკა: ფული, როგორც დედამიწის მოძრაობის ენერგია; /გ. ბაქრაძე/
  • საარჩევნო ტექნოლოგიები: ვინ გახდება პრეზიდენტი 2016 წელს? /მაკა შენგელია/
  • საჯარო მმართველობა:  სახელმწიფო მე ვარ! /ნინო დოლიძე/
  • გენდერი /ნ. ბერეკაშვილი/
ტექნიკური აღწერილობა
 
მიღების წინაპირობა: გასაუბრება მიმღებ კომისიასთან
შეხვედრების რაოდენობა: 20 შეხვედრა, დღეში 2 ლექცია
შეხვედრების დღეები: შაბათი-კვირა
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
პროგრამის ღირებულება: 600 ლარი
 
პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა ჯიპას ნორჩი მკვლევარის სერტიფიკატი. 
საკვირაო სკოლაში მონაწილეობისთვის, უფროსკლასელმა უნდა გამოაგზავნოს  შევსებული სააპლიკაციო ფორმა (გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს მშობლის პირადობის მოწმობის ასლი).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 2 ივნისი. სწავლა დაიწყება 6 ივნისს. გასაუბრებები ჩატარდება 4-5 ივნისს. 
 
საკონტაქტო პირი:
მარინა კვიცარიძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
მისამართი: გორგასლის 101
ტელეფონი: 249 75 45
ელ-ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge
მობილური: 595 959096
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები