GE
საერთაშორისო კერძო და საარბიტრაჟო სამართლის კურსი
ღირებულება: 1650 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გთავაზობთ ინოვაციურ, პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას საერთაშორისო კერძო და საარბიტრაჟო სამართალში.
 
პროგრამის მიზანია მსმენელებს გააცნოს საერთაშორისო კერძო და საარბიტრაჟო სამართლის ძირითადი პრაქტიკული ასპექტები და ჩამოუყალიბოს მათ ცოდნაზე დაფუძნებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული ხედვა აღნიშნულ სფეროში, მისცეს მათ ინფორმაცია და განუვითაროს შესაბამისი უნარები, რათა შეძლონ თეორიული ცოდნის ეფექტური ტრანსფორმაცია პრაქტიკულ საქმიანობაში, განახორციელონ კლიენტთა ინტერესების ეფექტური დაცვა და შეიმუშაონ კონკრეტულ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული იურიდიული სქემები და სახელშეკრულებო პირობები.
 
პროგრამას გაუძღვებიან საერთაშორისო კერძო და საარბიტრაჟო სამართლის წამყვანი ქართველი ექსპერტები. 
 
პროგრამის  მოკლე აღწერილობა
  • სამართლის არჩევა საერთაშორისო ხელშეკრულებებში; მხარეთა ავტონომია და მისი ფარგლები
  • შეთანხმება სასამართლოს საერთაშორისო განსჯადობაზე (წინაპირობები) და განსჯადობის დათქმების ფორმულირების ტექნიკა
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების თავისებურებანი და მათი შედგენის ტექნიკა
  • ვენის კონვენცია საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების შესახებ, კონვენციის მოქმედების სფერო, მხარეთა უფლება-მოვალეობანი
  • უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულება 
  • კომერციული არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლები, შეთანხმება არბიტრაჟზე, საარბიტრაჟო დათქმების ფორმულირების ტექნიკა
  • საარბიტრაჟო  პროცესი და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულება და გაუქმება
  • კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეიძენენ შემდეგ ცოდნას და განავითარებენ შემდეგ პრაქტიკულ კომპეტენციებს:
  • საერთაშორის კერძო და საარბიტრაჟო სამართლის თანამედროვე პრაქტიკული ასპექტების ცოდნა; 
  • საერთაშორის კერძო და საარბიტრაჟო სამართლის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების უნარები;
  • საერთაშორისო კერძო და სააარბიტრაჟო სამართლის ძირითადი ინსტრუმენტების შემუშავება/დახვეწის და ტრანზაქციის საჭიროებებისადმი მორგების უნარები. 
სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას. თითოეული ბლოკის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ დავალებას და წარმოადგენენ  ინდივიდუალურ ან ჯგუფურ პროექტს.
 
კურსი განკუთვნილია:
  • კერძო კომპანიებში და კერძო პრაქტიკაში დასაქმებული იურისტებისათვის, ასევე ნებისმიერი სხვა იურისტისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით;
  • იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ საერთაშორისო კერძო და საარბიტრაჟო სამართალს.
პროგრამის დეტალური აღწერილობა:
  • სამართლის არჩევა საერთაშორისო ხელშეკრულებებში; მხარეთა ავტონომია და მისი ფარგლები
    ხანგრძლივობა: 6 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: გიორგი ვაშაკიძე
    1. როგორ დავადგინოთ საერთაშორისო ხელშეკრულებებისადმი გამოსაყენებელი სამართალი;
    2. სამართლის არჩევა საერთაშორისო ხელშეკრულებებში - რატომ და როდის;
    3. როდის არის სამართლის არჩევა ნამდვილი (მხარეთა ავტონომიის ფარგლები);
    4. გამოსაყენებელი სამართალი, როცა მხარეებს არ აურჩევიათ სამართალი;
    5. როგორ ავირჩიოთ სამართალი ეფექტურად (შესაბამისი დათქმების ფორმულირების ტექნიკა)
  • შეთანხმება სასამართლოს საერთაშორისო განსჯადობაზე (წინაპირობები) და განსჯადობის დათქმების ფორმულირების ტექნიკა
    ხანგრძლივობა: 6 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: გიორგი ვაშაკიძე
    1. როგორ დავადგინოთ ქართული სასამართლოების საერთაშორისო განსჯადობა;
    2. საერთაშორისო განსჯადობის განსაზღვრა საერთაშორისო ხელშეკრულებებში (პროროგაცია/დეროგაცია) - რატომ და როდის;
    3. როგორ განვსაზღვროთ ეფექტურად ქართულ სასამართლოთა საერთაშორისო განსჯადობა (შესაბამისი დათქმების ფორმულირების ტექნიკა)
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების თავისებურებანი და მათი შედგენის ტექნიკა
    ხანგრძლივობა: 9 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: ირაკლი სოკოლოვსკი
    1. საერთაშორისო ხელშეკრულებების ძირითადი დებულებები:
    2. საერთაშორისო ხელშეკრულების ძირითადი სტრუქტურა;
    3. პრეამბულა და დეფინიციები, ხელშეკრულების განმარტება;
    4. განცხადებები და გარანტიები (representation and warranties);
    5. პირგასამტეხლო, საჯარიმო სანქციები;
    6. ფორს მაჟორი;
    7. ხელშეკრულების დარღვევა (events of defaults) და ხელშეკრულების შეწყვეტა;
    8. ხელშეკრულების შედგენის ძირითადი უნარები და ხერხები.
  • ვენის კონვენცია საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების შესახებ
    ხანგრძლივობა: 9 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: გიორგი ვაშაკიძე
    1. ვენის კონვენციის პრაქტიკული მნიშვნელობა და მისი მოქმედების სფერო;
    2. ვალდებულების დარღვევის შედეგები ვენის კონვენციაში (მყიდველის უფლებები);
    3. ვალდებულების დარღვევის შედეგები ვენის კონვენციაში (გამყიდველის უფლებები);    
  • უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულება
    ხანგრძლივობა: 6 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: გიორგი ბათლიძე 
    1. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება: ფორმა, შინაარსი, გადაწყვეტილების საბოლოობა
    2. ცნობა-აღსრულების მოთხოვნის ფორმალური წინაპირობები
    3. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საფუძვლები
  • კომერციული არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლები. სამართლებრივი ჩარჩო
    ხანგრძლივობა: 4 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: სოფო ტყემალაძე
    1. რატომ არბიტრაჟი? არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლები;
    2. სამართლებრივი ჩარჩო: საარბიტრაჟო პროცესზე, შეთანხმებაზე, დავის არსზე, ცნობა-აღსრულებაზე მოქმედი სამართალი (სამართლები); ნორმათა იერარქია;
    3. დროებითი (ad hoc) და ინსტიტუციონალური/ადმინისტრირებული არბიტრაჟი;
    4. რა მნიშვნელობა აქვს არბიტრაჟის „ადგილს“?
    5. გამოსაყენებელი მატერიალური სამართალი, როცა მხარეებს არ აურჩევიათ სამართალი;
    6. საარბიტრაჟო წესით განხილვადი საკითხები: რა სახის დავები შეიძლება დაექვემდებაროს არბიტრაჟს?
  • შეთანხმება არბიტრაჟზე; საარბიტრაჟო დათქმების ფორმულირების ტექნიკა
    ხანგრძლივობა: 4 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: სოფო ტყემალაძე
    1. საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა და ფორმალური მოთხოვნები; ალტერნატიული და არჩევითი დათქმები;
    2. საარბიტრაჟო შეთანხმების განცალკევებულობა (separability);
    3. საარბიტრაჟო დათქმის ფორმულირების პრაქტიკული ასპექტები/რჩევები;
    4. მრავალსაფეხურიანი საარბიტრაჟო დათქმები; საარბიტრაჟო შეთანხმება როდესაც 2-ზე მეტი მხარეა;
    5. „პათოლოგიური“ საარბიტრაჟო დათქმები;
    6. შეიძლება თუ არა საარბიტრაჟო შეთანხმება გავრცელდეს არა-ხელმომწერ მხარეზე?
  • საარბიტრაჟო ტრიბუნალი. პროცესი
    ხანგრძლივობა: 6 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: სოფო ტყემალაძე.
    1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი: დანიშვნა, აცილება, ჩანაცვლება, ინტერესთა კონფლიქტი
    2. არბიტრაჟის კომპეტენცია. ვინ წყვეტს არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხს და როდის? (competence-competence)
    3. მოსამზადებელი ეტაპი. საარბიტრაჟო განხილვა: დრო, ადგილი, ხანგრძლივობა. მონაწილეები: მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, ტრიბუნალის მდივანი
    4. უზრუნველყოფის ღონისძიებები
    5. საარბიტრაჟო პროცესის იმიტირებული სხდომა
  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ცნობა-აღსრულება. გაუქმება
    ხანგრძლივობა: 6 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: სოფო ტყემალაძე
    1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება: ფორმა, შინაარსი, გადაწყვეტილების საბოლოობა
    2. ცნობა-აღსრულების მოთხოვნის ფორმალური წინაპირობები
    3. ცნობა-აღსრულების და გაუქმების ამომწურავი საფუძვლები: მხარის მიერ დასაყენებელი საფუძვლები და სასამართლოს დისკრეციას დაქვემდებარებული საფუძვლები. რა არის „საჯარო წესრიგი“?
  • იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესი
    ხანგრძლივობა: 6 სთ.
    მოდულის ხელმძღვანელი: სოფო ტყემალაძე
    მონაწილეებს წინასწარ, მე-5 სესიაზე (ანუ არბიტრაჟთან დაკავშირებულ პირველივე სესიაზე) მიეცემათ კაზუსი, რომლის მიხედვითაც შედგება იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესი. იმიტირებულ პროცესზე არბიტრის როლს შეასრულებს კურსის ხელმძღვანელი (და/ან მის მიერ მოწვეულ პრაქტიკოსი), ხოლო მხარეთა ინტერესებს წარმოადგენენ მონაწილეები მითითებული პოზიციების (მოსარჩელე ან მოპასუხე) მიხედვით.
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, სწავლა დაიწყება 2015 წლის 16 მარტიდან. ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 21:00-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2015 წლის 12 მარტი. თითო ლექციის ხანგრძლიობა შეადგენს 2 საათს
კურსის მოცულობა: 62 საათი
პროგრამის ღირებულება: 1650 ლარი
მსმენელებმა კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. შევსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  3. ავტობიოგრაფია (CV)
სასურველია:  ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება 
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  1. მოტივაცია
  2. კომუნიკაციისუნარი
  3. სამუშაო გამოცდილება
საკონტაქტო პირი: ნინო კოშკელაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ტელ:  (995 32) 2 49 75 02
ელ-ფოსტა: n.koshkelashvili@gipa.ge
მობ:  +995 598 154 815
სასერტიფიკატო კურსის პარტნიორი
სასერტიფიკატო კურსის პარტნიორია იურიდული ფირმა BLC.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები