GE
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3700 ლარი
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია აღზარდოს ახალი ტიპის სახელმწიფო მოხელე, რომელსაც გააჩნია თავისუფალი და ანალიტიკური აზროვნება,  ერკვევა სახელმწიფო მართვისა და სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპებში, საჯარო მმართველობის თეორიასა და ეთიკაში. პროგრამა GIPA-ს ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც მსურველს სთავაზობს დღის ინტენსიურ სწავლებას.
 
ადგილობრივი პრაქტიკოსი ლექტორები და დასავლეთის ცნობილი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები უზრუნველყოფენ სტუდენტებისათვის იმ უნარ-ჩვევებისა და საერთაშორო გამოცდილების გადაცემას, რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული განვითარებისა და ლიდერებად ჩამოყალიბებისათვის. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტები გაივლიან სავალდებულო სასწავლო პრაქტიკას (სტაჟირებას) საჯარო, არასამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებში, რაც საშუალებას მისცემს მათ ჩვენს ინსტიტუტში შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
 
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომი ჯორჯ მეირსონის (აშშ) და ვროცლავის (პოლონეთი) უნივერსიტეტებში. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, საჯარო მმართველობის პროგრამასთან ერთად სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის გაგრძელების მათთვის სასურველი ვარიანტი.
 
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა საუკეთესო სტუდენტს დაასაქმებს   6 თვის განმავლობაში  საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ასისტენტის თანამდებობაზე.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების A ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა.
სწავლის საფასური: 3700 ლარი (1 წელი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული, ინგლისური
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: დღის ინტენსიური სწავლება
  • პროგრამის ვებ-გვერდი: www.gipa.ge/mpa
საბუთების მიღება გრძელდება 11 სექტემბრის ჩათვლით 12:00-დან 19:00 საათამდე.
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
  • ფოტო 3x4-ზე 
შევსებული აპლიკაცია და დამატებითი დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ სამაგისტრო პროგრამის მიხედვით შესაბამისი სკოლის მისამართზე ან გამოაგზავნოთ იმეილით: admin@gipa.ge და study@gipa.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები