GE
საჯარო პოლიტიკა - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3950 ლარი
საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა შექმნილია სხვადასხვა საჯარო, კერძო, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ ხარისხიანი განათლება საჯარო ადმინისტრირებაში, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ კარიერული წინსვლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
 
საჭიროებათა შესწავლის საფუძველზე შექმნილი კურიკულუმი საშუალებას აძლევს კურსის მსმენელებს შეისწავლონ საჯარო პოლიტიკის განვითარება და ანალიზი, დაეუფლონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს, გაეცნონ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს და გაიზიარონ დასავლეთის წარმატებული ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილება.
 
საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა საუკეთესო სტუდენტს დაასაქმებს 6 თვის განმავლობაში საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ასისტენტის თანამდებობაზე.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების A ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა;
სწავლის საფასური: 3950 ლარი (1 წელი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული, ინგლისური
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები