GE
საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3950 ლარი
საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა შექმნილია სხვადასხვა საჯარო, კერძო, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ ხარისხიანი განათლება საჯარო ადმინისტრირებაში, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ კარიერული წინსვლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
 
საჭიროებათა შესწავლის საფუძველზე შექმნილი კურიკულუმი საშუალებას აძლევს კურსის მსმენელებს შეისწავლონ საჯარო პოლიტიკის განვითარება და ანალიზი, დაეუფლონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს, გაეცნონ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს და გაიზიარონ დასავლეთის წარმატებული ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილება.
 
საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა საუკეთესო სტუდენტს დაასაქმებს   6 თვის განმავლობაში  საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ასისტენტის თანამდებობაზე.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების A ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა;
სწავლის საფასური: 3950 ლარი (1 წელი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული, ინგლისური
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
  • პროგრამის ვებ-გვერდი: www.gipa.ge/mpp
საბუთების მიღება გრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით 12:00-დან 19:00 საათამდე.
 
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
  • ფოტო 3x4-ზე
შევსებული აპლიკაცია და დამატებითი დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ სამაგისტრო პროგრამის მიხედვით შესაბამისი სკოლის მისამართზე ან გამოაგზავნოთ იმეილით: admin@gipa.ge და study@gipa.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები