GE
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 7000 ლარი
სამართლის საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს საქართველოში იურიდიული განათლების მიღების ახალ  შესაძლებლობას. მისი მიზანია აღზარდოს განათლებული და კარგად  მომზადებული იურისტების თაობა, რომელსაც შესწევს უნარი შექმნას  წარმატებული იურიდიული კარიერა.
 
ჯიპას პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ სამართლებრივი ტექნიკის ფუნდამენტური მეთოდებისა და სამართლებრივი არგუმენტაციის პრინციპების, ასევე სამართლის ღირებულებითი და ეთიკური საფუძვლების შესწავლას. ამავდროულად, სწავლების სოკრატისეული მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტის მიერ სამართლებრივი საკითხების კარგად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებას, სამართლებრივი არგუმენტების ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას.
 
პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს ინგლისურენოვან არჩევით საგნებს. აღნიშნული საგნების უკეთ დაუფლების  მიზნით, კურსი ითვალისწინებს ინგლისური ენისა და იურიდიული ინგლისურის გაძლიერებულ სწავლებას. პროგრამის ნაწილია ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომელიც მოიცავს სამართლის მეცნიერებასთან ახლო მდგომი ან ფუნქციურად  დაკავშირებული არაიურიდიული დისციპლინების შესწავლას.
 
სწავლის საფასური
5 000 ლარი (1 წელი)
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა:
  • ყოველ წელს, საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის სემესტრულად 5 სტიპენდია გაიცემა.
დამატებითი ინფორმაცია
  • სწავლების ხარისხი: ბაკალავრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: დღის ინტენსიური სწავლება
  • პროგრამის ვებ-გვერდი: www.gipa.ge/bl
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები