GE
სასამართლო სისტემის ოგანიზაცია და მენეჯმენტი - სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 1300 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე სასამართლოს სისტემის ორგანიზაცია და მენეჯმენტი. 
 
პროგრამის მიზანია მონაწილეებს გააცნოს სასამართლოს სისტემის ორგანიზაციის, ფუნქციონირების და მართვის ძირითადი თავისებურებები. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ჩამოუყალიბდებათ ხედვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს როლი და ფუნქციები დემოკრატიულ საზოგადოებაში, სასამართლოს საქმიანობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ასპექტები,სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი დასაბუთება და არგუმენტაცია,სასამართლოს მიერ მიღებული სხვა დოკუმენტები, საქმისწარმოება სასამართლოში და სხვ. მონაწილეები შეძლებენ კურსის მანძილზე მიღებული ცონდის და უნარები გამოიყენონ სასამართოს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას.
 
კურსი განკუთვნილია:
  • მათთვის, ვისაც სურს იმუშაოს სასამართლოში ნებისმიერ სამოსამართლო თუ არასამოსამართლო, ადმინისტრაციულ თუ რიგით თანამდებობაზე; 
  • იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ მართლმსაჯულების განხორციელებას სასამართლოში. 
კურსის თემატიკა:
 
სასამართლოების დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება
  • სასამართლოების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში;
  • სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა და მისი უზრუნველყოფის მექანიზმები;
  • სასამართლოს ანგარიშვალდებულება და ანგარიშვალდებულების ფორმები;
  • უფლება სამართლიან სასამართლოზე ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით;
  • სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაცია და სტრუქტურა საქართველოში;
  • სასამართლო რეფორმა საქართველოში და მისი განხორციელების ეტაპები. 
რაოდენობა და ხარისხი სასამართლოს საქმიანობაში
  • სასამართლოს საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ასპექტები;
  • საქმეთა ნაკადის მართვის პრინციპები: ადრეული კონტროლის პრინციპი, აქტიური და უწყვეტი კონტროლი, ვადების დადგენა, სხდომების მყარი და უცვლელი თარიღების უზრუნველყოფა;
  • მართლმსაჯულების ხარისხი და სასამართლოს საქმიანობის ხარისხი;
  • სერვისის ელემენტები მართლმსაჯულებაში;
  • სასამართლოს ეფექტური მუშაობის განმსაზღვრელი პარამეტრები: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, სისწრაფე, სამართლიანობა და შეუვალობა, დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება, საზოგადოებრივი ნდობა;
  • კომუნიკაციის სტანდარტები სასამართლოში;
  • სასწავლო ვიზიტი სასამართლოში დასასამართლოს საქმიანობის ადგილზე გაცნობა;
  • სასამართლოს სხდომებზე დაკვირვება და ანალიზი.
 სასამართლო გადაწყვეტილება, დასაბუთება და არგუმენტაცია. სასამართლოს მიერ მიღებული დოკუმენტები
  • სასამართლო გადაწყვეტილება, მისი სტრუქტურა და ნაწილები;
  • სასამართლო გადაწყვეტილების ხარისხის პარამეტრები:
  • მკაფიოობა;
  • დასაბუთება,მხარეთა არგუმენტებზე პასუხის გაცემა;
  • დეტალურობა და სისტემატურობა;
  • თანმიმდევრულობა;
  • ლაკონურობა;
  • აღსრულებადობა;
  • პრაქტიკული სავარჯიშოები სასამართლო გადაწყვეტილების შედგენაში.
მოსამართლეთა შერჩევა, დაწინაურება, შეფასება, გათავისუფლება
  • იუსტიციის საბჭოს ორგანიზაცია და ფუნქციები;
  • მოსამართლეთა შერჩევა, დაწინაურება შეფასება;
  • სამოსამართლო ეთიკა და მისი ძირითადი პრინციპები;
  •  მოსამართლეთა დისციპლინური და სხვა სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. 
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
  • ნაფიც მსაჯულთა სასამრთლოს წარმოშობა განვითარება და მოდელები თანამედროვე მსოფლიოში;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა;
  • ნაფიც მსაჯულთა შერჩევა;
  •  ფუნქციების განაწილება მოსამართლესა და მსაჯულებს შორის;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებები;
  • ნაფიც მსაჯულთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი.
ტექნიკური აღწერილობა: 
სწავლის ხანგრძლივობა:3თვე (კვირაში თითო ლექცია,თითო ლექციის ხანგრძლივობა -  2 საათი)
კურსის მოცულობა: 40 სთ
პროგრამის ღირებულება: 1300ლარი
 
სასწავლო მეთოდოლოგია:
სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.საშინაო დავალების სახით სტუდენტები ასევე დაესწრებიან სასამართლო სხდომებს და გააკეთებენ ჩანაწერებს, სხდომის მიმდინარეობის და საქმის შედეგების თაობაზე. სწავლება ასევე ითვალისწინებს ვიზიტს პირველი ინსტანციის სასამართლოში და მისი საქმიანობის ადგილზე გაცნობას. თითოეული ბლოკის შემდეგ მონაწილეები წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებს/პრეზენტაციებს, ხოლო კურსის დასასრულს - იმუშავებენ ჯგუფურ შემაჯამებელ პროექტზე.
 
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.  
 
მოთხოვნები: 
 
აპლიკანტებმა უნდა გადმოაგვზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 12 მარტი, სწავლა დაიწყება 16 მარტს. 
 

ლექტორები 
  • კახა წიქარიშვილი – საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2004 წელს დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტის ვაშიგნტონის სამართლის სკოლა.აქვს სასამართლო რეფორმებზე მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება.  გამოცემული აქვს სამი მონოგრაფია სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციის და ფუნქციონირების შესახებ. 
მოწვეული სტუმრები:
  • გიორგი ტყავაძე - მცხეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. აქვს სასამართლოში მუშაობის შვიდ წლიანი გამოცდილება: 2007-2008 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.2012 წლის მაისიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
  • მამუკა ახვლედიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. აქვს სასამართლოში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება.2005-2007 წლებშიეკავასაქართველოსუზენაესისასამართლოსთავმჯდომარისბიუროსუფროსისთანამდებობა.2007-2012 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2012 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.
საკონტაქტო პირი: ნინო კოშკელიშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ტელ:  (+995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა: n.koshkelishvili@gipa.ge
მობ:  (+995) 598 154 815
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები