GE
საზოგადოებასთან ურთიერთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 4300 ლარი
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA 20 წელია ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
GIPA არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში. GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედია ბიზნესი და ხელოვნება.
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
GIPA -ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა

სამხრეთ კაროლაინას უნივერსტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესორ ტომას კლიპსტაინის (25 წლის განმავლობაში General Motors-ის პიარ მენეჯერი) და აკადემიური პერსონალის ერთობლივი მუშაობის შედეგად, დასავლურ სტანდარტებთან მისადაგებული საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა. პროგრამა დაფუძნებულია ამერიკულ გამოცდილებაზე და მაქსიმალურად გათვალისწინებულია საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნები. შესაბამისად, პროგრამა უნივერსალურია და მას ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ანალოგი არ მოეძებნება. ის სტუდენტებს უქმნის აუცილებელ თეორიულ საფუძველს და ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროებში ეფექტური მუშაობისათვის, როგორც სამთავრობო, ისე კომერციულ და არასამთავრობო სექტორში.

სწავლის საფასური: 2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 4,300 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).
სტიპენდიების და გრანტების სისტემა: საზოგადოებრივ ურთიერთობათა პროგრამაზე, პირველი სასწავლო წლის განმავლობაში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 2 სტუდენტი სრულიად თავისუფლდება მეორე სასწავლო წლის გადასახადისგან.

სტაჟირება: საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სტაჟირება სხვა და სხვა ორგანიზაციებში, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში.

ლექტორები
 
პროგრამის წარმატებას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც ასწავლიან. სწორედ ამიტომ ჩვენს პროგრამაში ჩართულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველა პროფესიონალი. ჩვენი ლექტორები, ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები, მზად არიან სტუდენტებს გაუზიარონ ის გამოცდილება, რაც თავისი წარმატებული კარიერის პეროიდში დააგროვეს.

პარტნიორი კომპანიები
 
სასწავლო პროგრამა ხორციელდება პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რაც გულისხმობს კომპანიების ხელმძღვანელების ჩართულობას პროგრამაში ლექტორების სახით და კომპანიების უშუალო ჩართულობას სტუდენტების პროფესიული განვითარების პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/ სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი:
  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
  • რომელიც ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს
  • სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
საბუთების მიღების პროცედურა: საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.

ჩააბარე ჯიპაში!
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები