GE
სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 5000 ლარი
სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თავისუფალი მეცნიერებების სწავლების (Liberal Arts Education) პრინციპებს: ზოგადიდან კონკრეტულისკენ, სხვადასხვა დისციპლინის ერთიან კონტექსტში გააზრებას, თეორიული ცოდნის მიწოდება-მიღების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების სინთეზს.
 
სტუდენტები ეცნობიან მსოფლიო სულიერ, მხატვრულ, ფილოსოფიურ და სამეცნიერო მემკვიდრეობას, სამოქალაქო შეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის, ლიბერალური ღირებულებების და ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ინტენსიურად შეისწავლონ ინგლისური ენა, განავითარონ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები, გაეცნონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს და სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია, სოციალურ მეცნიერებათა ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულება - საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია ან სოციოლოგია.
სწავლის საფასური 5000 ლარი (1 წელი)
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა
  • ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ 100%-ით, 70%-ით, 50%-ით, 30%-ით.
დამატებითი ინფორმაცია
  • სწავლების ხარისხი: ბაკალავრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: დღის ინტენსიური სწავლება
  • პროგრამის ვებ-გვერდი: www.gipa.ge/bss
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები