GE
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა – სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3500 ლარი
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA 20 წელია, ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
GIPA არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში.
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედია ბიზნესი და ხელოვნება.
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
GIPA -ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამა

გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა GIPA-ს პროფილიდან გამომდინარე, ანუ პოლიტიკური და ორგანიზაციული პროცესების მართვაზე კონცენტრაციით. პროგრამის მიზანია - მოამზადოს სპეციალისტი პოლიტიკურ და მართვის/ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში. სწავლება ორწლიანია და მოიცავს 4 სემესტრს. პირველ ეტაპზე (I-III სემესტრი) მაგისტრანტები საფუძვლიანად ეცნობიან პოლიტიკური და მართვის ფსიქოლოგიის სფეროსთან დაკავშირებულ თეორიულ, მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებს, პოლიტიკური და საორგანიზაციო ქცევის თანამედროვე კონცეფციებს, მიდგომებსა და ტენდენციებს; საფუძვლიანად ეუფლებიან კვლევით პრინციპებსა და მეთოდებს, ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისა და ინტერვენციის ტექნიკებს. მეორე ეტაპზე (IV სემესტრი) - სემესტრის პირველი 7 კვირის განმავლობაში მაგისტრები გადიან არჩეული კონცენტრაციის (პოლიტიკური ფსიქოლოგია ან მართვის/ორგანიზაციული ფსიქოლოგია) ინტენსიულ შემაჯამებელ კურსს, დანარჩენი დრო კი სამუშაო პრაქტიკას და სადიპლომო ნაშრომზე მუშაობას ეთმობა.

სწავლება მიმდინარეობს საღამოს საათებში (18:30-21:30), რაც სწავლასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა.
სწავლის საფასური: 2014-2016 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 3.500 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).

ლექტორები
 
განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სამაგისტრო პროგრამებში მოვიწვიეთ ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან, სტუდენტებს გადასცენ თავისი ცოდნა და გაუზიარონ პრაქტიკული გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:
  • უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: მაგისტრატურა
  • საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
  • პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 კრედიტი
  • სწავლების ენა: ქართული
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ფსიქოლოგიაში, სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სპეციალობებში; 
  • ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარის წარმატებით გადალახვა.
შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის წარმატებით გავლა:
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (პროგრამის მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე Intermediate დონეზე);
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
ჩააბარე ჯიპაში!
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები