GE
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 5000 ლარი
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA 20 წელია ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
GIPA არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში.
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედია ბიზნესი და ხელოვნება.
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
GIPA -ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროგრამა:

სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თავისუფალი მეცნიერებების სწავლების (Liberal Arts Education) პრინციპებს: ზოგადიდან კონკრეტულისკენ სვლას, სხვადასხვა დისციპლინის ერთიან კონტექსტში გააზრებას, თეორიული ცოდნის მიწოდება-მიღების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების სინთეზს. სწავლება ოთხწლიანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს. პირველ ეტაპზე (I-IV სემესტრი) სტუდენტებს მიეწოდებათ საბაზისო ცოდნა სოციალურ მეცნიერებათა ყველა ძირითადი მიმართულების შესახებ. ისინი ეცნობიან მსოფლიო სულიერ, მხატვრულ, ფილოსოფიურ და სამეცნიერო მემკვიდრეობას, სამოქალაქო შეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის, ლიბერალური ღირებულებების და ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ინტენსიურად შეისწავლონ ინგლისური ენა, განავითარონ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები, გაეცნონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს და სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია, სოციალურ მეცნიერებათა ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულება -საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა ან ფსიქოლოგია. რომელსაც სწავლების მეორე ეტაპზე (V-VII სემესტრი) საფუძვლიანად და სიღრმისეულად დაეუფლებიან. სწავლების მესამე ეტაპი (VIII სემესტრი) დამოუკიდებელი მუშაობას, სადიპლომო კვლევას, ეთმობა.

სწავლის საფასური: 2014-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 5000 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).

სტიპენდიების და გრანტების სისტემა: სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მოტივაციის ამაღლების მიზნით, სკოლა გასცემს სემესტრულ სტიპენდიებს სწავლების მეორე წლიდან. სტიპენდიანტი ვლინდება აკადემიური მოსწრების მიხედვით.

ლექტორები
 
განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში მოვიწვიეთ საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან სტუდენტებს გადასცენ თავისი ცოდნა და გაუზიარონ პრაქტიკული გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:
  • უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
  • საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში შესაბამისი მიმართულების - კონცენტრაციის (მეიჯორი) მითითებით.
  • პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი
  • სწავლების ენა: ქართული
ჩააბარე ჯიპაში!
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები