GE
სოციალური მედიის სტრატეგია და ტაქტიკა
ღირებულება: 550 ლარი
უამრავი ქართული კომპანია დღეს პროგრამისტებსა და სოციალური მედიის სპეციალისტებს ქირაობს რათა მათი დახმარებით გაავრცელოს ინფორმაცია სოციალური მედიის არხებით. არადა ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება სულ უფრო ადვილი ხდება. უამრავი დამხმარე კომპიუტერული პროგრამისა თუ ონლაინ სერვისის საშუალებით დღეს საკუთარი ძალებითაც არის შესაძლებელი იმის გაკეთება რისთვისაც სხვადასხვა კომპანიები სპეციალისტებს იშველიებენ.

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლაინ თუ როგორ შეიძლება საკუთარი ძალებით ფეისბუქის დამატებითი (custom page-ს) გვერდების შექმნა, youtube, twitter, flikr  და სხვა სოციალური მედიის არხების ფეისბუქთან მიერთება.

დიდი ყურადღება დაეთმობა ემბედ (embed) კოდებთან მუშაობას რათა მომავალში მსმენელბა სხვადასხვა სოციალური მედიის არხების ერთმანეთთან დაკავშირება შეძლონ და ერთი სოცალური არხის საშუალებით შექმნილი კონტენტის სხვა სოციალური მედიის არხში განთავსება შეძლონ.

კურსის მიზანი
კურსის მიზანია მსმენელბს გააცნოს facebook-ისა და სხვა სოციალური მედიის არხების დამატებითი შესაძლებლობები რათა მომავალში მსმენელბმა ამ სოციალური არხების თავიანთი საჭიროებების შესაბამისად გადაკეთება, თავიანთ საჭიროებებზე მორგება შეძლონ.
 
შეხვედრა 1
  • ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები
  • რა არის HTML
  • ინტერენტის ხელახალი დაბადება
  • რა არის web 2.0 - ინტერნეტ რესურსი როგორც პლატფორმა
პრაქტიკული სამუშაო: მარტივი ვებგვერდის შექმნა
საკითხავი ლიტერატურა:
სოციალური მედია სკოლაში, თავი I – როგორ შეიქმნა ინტერნეტი. გვ.11-16
სოციალური მედია სკოლაში, თავი II – ინტერნეტის ხელახალი დაბადება. გვ. 17-20
დავალება: მოიძეთ ქართულენოვანი ინტერნეტ რესურსი რომელიც web 2.0 პრინციპით მუშაობს. მოამზადეთ პრეზენტაცია (მინიმუმ 6 სლაიდი)
 
შეხვედრა 2
სოციალური მედიის არხები:
  • Facebook – და როგორ გავაფართოვოთ ფეისბუქის შესაძლებლობები
  • Wikipedia – და რას ნიშნავს ვიკი ტექნოლოგია
  • Twitter – და სოციალეური მედიის როლი ობამას საარჩევნო კომპანიის დროს
  • YouTube –  და ვირუსული ვიდეო
  • Live Stream – და ინტერნეტ პირდაპირი ეთერი
  • SoundCloud – და ინტერნეტ რადიო
  • Google Maps – და საკუთარი რუქა
  • Goole Docs – და ონლაინ დოკუმენტები
  • Blog – და ონლაინ დღიური
  • Issuu – და ონლაინ ჟურნალი
  • Flickr –  და ონლაინ ფოტო გალერეა
  • Vimeo – და ონლაინ ვიდეო არქივი
დავალება: მოამზადეთ ფაუერ ფოინთის პრეზენტაცია, შეიმუშავეთ ონლაინ PR სტარტეგია:
  1.  პროექტის იდეა
  2. რომელ სოციალური მედიის არხებს გამოიყენებთ
  3. სტრატეგიის მიზანი
  4. სტრატეგიის სამიზნე ჯგუფი
შეხვედრა 3
  • რა არის მედია
  • რა არის მასმედია
  • რა არის სოციალური მედია
  • ბეჭდვითი მედია - სახალხო ჟურნალისტიკა
  • რადიო - პოდკასტი
  • ტელევიზია - ინტერნეტ ტელევიზია
  • ბლოგი - ფუნქციონირების პრინციპები, შექმნის საშუალებები (Wordpress, Blogger, Livejournal, Twitter).
პრაქტიკული სამუშაო: Wordpress-ზე ბლოგის შექმნა.
საკითხავი ლიტერატურა: სოციალური მედია სკოლაში, თავი VIII – ბლოგოსფერო გვ.47-49
დავალება: ბლოგზე პოსტის განთავსება. პოსტის თემა – ბლოგოსფერო.
 
შეხვედრა 4
  • Facebook – და ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია
  • Facebook – პარალელერები შორეული წარსულიდან
  • Facebook-ის მართვა:
  • Facebook – ელექტრონული პერსონა
  • Facebook – ჯგუფი
  • Facebook – გვერდი
  • Facebook-ში ფასიანი რეკლამის განთავსება
  • Facebook Developers – დამატებით შესაძლებლობები პროფესიონალებისათვის
  • Facebook Privacy – დახურული პირადი ინფორმაცია ფეისბუქში
საკითხავი ლიტერატურა: სოციალური მედია სკოლაში, თავი XIII – ხალხის ძალა. გვ. 75–76.
პრაქტიკული სამუშაო: ფეისბუქიში დამატებითი გვერდის შექმნა
 
შეხვედრა 5
გუგლის ღრუბლოვანი სერვისები:
  • Google Document
  • Google Presentation
  • Google Spreadsheet
  • Google Form
  • Google Collection
  • Google Drive
  • Google Maps
საკითხავი ლიტერატურა: ღრუბელები, რომლებშიც თქვენი ფაილები ინახება: http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=26
პრაქტიკული სამუშაო: Google doc-ში დოკუმენტის შექმნა და დაშეირება
დავალება: შექმენით Google doc-ში გამოკითხვის ფორმა. ჩაატარეთ გამოკითხვა ( გამოკითხვის თემა - ინტერნეტ ბიზნესი საქართველოში). შეაჯამეთ შედეგები და მოამზადეთ პრეზენტაცია Google Presentation-ში.
 
შეხვედრა 6
  • რა არის EMBED კოდი
  • როგორ ვიმუშათ მზა პროგრამულ კოდთან რომელსაც სხვადასხვა სერვისები გვთავაზობენ
პრაქტიკული სამუშაო: EMBED კოდთან მუშაობა
 
შეხვედრა 7
  • CMS სისტემები
  • Joomla
  • Drupal
  • Wordpress
პრაქტიკული სამუშაო: Wordpress-ის ბლოგის საიტად გადაკეთება
 
შეხვედრა 8: გამოცდა, ფინალური პროექტების პრეზენტაცია
პრეზენტაციის პარამეტრები:
პრეზენტაცია უნდა იყოს მომზადებული PowerPoint-ში ან GooglePresentation-ში. სლაიდების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 12-სა.
პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
  1. ონლაინ პიარ კამპანიის იდეა
  2. გამოყენებული სოციალური მედიის არხების სტატისტიკა, მომხმარებელთა ჩართულობა (კომენტარები, ლაიქები და ა. შ.)
  3. მიღწეული მიზნები
ჩატარდება კვირაში 1 ლექცია 12:00 საათიდან 15:00 საათამდე.
კურსის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას.
ლექტორი: სანდრო ასათიანი

მიღება დაიწყო! ბოლო ვადა: 02.05.2014
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პირადობის მოწმობის ასლი და CV. მსურველთა რეგისტრაცია, შეზღუდული ადგილების გამო, მოხდება სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები