GE
ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკული კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის მმართველთათვის

სმარტ აკადემია გთავაზობთ კურსს - ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკული კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის მმართველთათვის.

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

კურსს გაუძღვება დავით ხაჩიძე, მას აქვს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება და ამჟამად არის ქართული სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი. 2019-2020 წლებში ის მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. დავითი ასევე არის ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც სამაგისტრო კურსზე კითხულობს კომპანიის შეფასების და ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს.

კურსის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან:

  • ძირითადი ფინანსური უწყისების წაკითხვას და მათი გამოყენებას
  • გაყიდვების, შესყიდვების და ფულადი ნაკადების დაგეგმვას
  • სესხებზე და დეპოზიტებზე დარიცხული სარგებლის ანგარიშებს
  • ფულის მომავალი და ახლანდელი ღირებულების ანგარიშს
  • ოპტიმალური ხარჯების სტრუქტურის დადგენას
  • ნულოვანი მოგების წერტილის დადგენას
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური მაჩვენებლების კონტროლს
  • დაფინანსების საჭიროების დადგენას
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაფინანსების გარჩევას და გადაწყვეტილების მიღებას
  • ოპტიმალური აქტივების დადგენას და მათ მართვას
  • საინვესტიციო პროექტების განხილვას და გადაწყვეტილების მიღება.

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები