GE
პროდუქტის მარკეტინგი

სმარტ აკადემია გთავაზობთ პროდუქტის მარკეტინგის კურსს.

კურსის გავლის შემდგომ სტუდენტი შეძლებს სხვა სტრატეგულ დეპარტამენტებთან ერთად ჩართული იყოს პროდუქტის შექმნასა და იდეის განხორციელებაში. ეს კურსი საშუალებას მოგცემთ დაინახოთ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, შექმნათ  საერთო მარკეტინგული გეგმა, რომელიც  მოიცავს კალენდარს ყველა სხვა და სხვა მარკეტინგული ტაქტიკით პროდუქტის ბაზარზე გასატანად და მისი სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად.

კურსს გაუძღვება ნანიკო გულისაშვილი, Adjarabet.com-ის კაზინოს პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერი. ის ამასთანავე არის ბიზნეს-ინჟინერიის დოქტურანტურის კანდიდატი და აქვს  მარკეტინგის გუნდთან მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება. ნანიკო თანამშრომლობს სხვადასხვა ინდუსტრიებთან ტექნოლოგიურ და საცალო ბიზნესში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • პროდუქტის მარკეტინგის მნიშვნელობა კომპანიებში
  • ახალი პროდუქტის შექმნისა და განვითარების ეტაპები
  • პროდუქტის პოპულარიზაცია
  • პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
  • როგორ იმუშაონ პროდუქტის შექმნის პროცესში ჩართულ სხვა მნიშვნელოვან რგოლებთან
  • პროდუქტის წარმატების საზომი ინსტრუმენტები
  • როგორ გამოიმუშავონ პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის შესაფერისი უნარები
  • როგორ გახდნენ პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერები

კურსის მსმენელებს შეეძლებათ:

  • შექმნან ღირებული პროდუქტი მომხარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე
  • შეტყობინებებისა და პოზიციონირების ჩარჩოების შექმნა, რომლებიც პროდუქტს გამოარჩევს კონკურენტებისგან
  • აქციონ პროდუქტის მარკეტინგის როლი კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილად
  • დაინახონ სრული პროდუქტი ადრეული დაგეგმვიდან იდეის განხორციელებამდე
  • იმუშაონ ყველა სტრატეგიულ დეპარტამენტთან და დაამყარონ სწორი კომუნიკაცია
  • პროდუქტის გაშვებისთვის საჭირო  ღონისძიებების გატარება

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები