GE
ფარმაციის მენეჯმენტი და მარკეტინგი - სამაგისტრო პროგრამა;
ღირებულება: 1700 ლარი
პროგრამის ხანგრძლივობა ორი წელია და მოიცავს ოთხ სემესტრს. პროგრამის მიზანია,  მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფარმაცევტი ამ დარგის ადმინისტრირებაში, მენეჯმენტსა და მარკეტინგში, პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები  წარმატებით დასაქმდებიან:
  • სახელმწიფო და კერძო ფარმაცევტულ  ფირმებში; 
  • ქიმიურ-ფარმაცევტულ საწარმოებში; 
  • ფარმაცევტულ ბაზებზე;
  • ფარმაციის პროფილის ინსტიტუტებში; 
  • სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში; 
  • საკონტროლო-ანალიზურ დაწესებულებებში; 
  • სამკურნალო მცენარეთა და მინერალური ნედლეულის კვლევით ცენტრებში; 
  • კვების მრეწველობის, პარფიუმერია-კოსმეტიკის დარგის და სააფთიაქო ქსელის საკონტროლო-ანალიზურ დაწესებულებებში; 
  • სამკურნალო საშუალებათა წარმოების, კონტროლის, რეგისტრაციის და რეალიზაციის მარეგულირებელ ორგანიზაციებში;
  • სადისტრიბუციო ქსელში, კერძოდ, პროდუქციის შემოზიდვის, ტრანსპორტირების, გავრცელების, დაფასოების, დაწყობა – ნომენკლატურიზაციის, რეგისტრაციის, მარკირების, შეფუთვის და რეალიზაციის კუთხით და ა.შ.
თანამედროვე ფარმაცევტული ბაზრის მოთხოვნების, მკაცრი კონკურენციის პირობების გათვალისწინებით, კუსდამთავრებული აქტიურად ჩაერთვება ფარმაცევტული ბიზნესის ორგანიზაცია-ადმინისტრირებაში, მენეჯმენტის და მარკეტინგის მართვის ტექნოლოგიებში;
 
სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა ხდება აფთიაქებში, სააფთიაქო ბაზებში, ფარმაცევტულ ქარხნებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, სადისტრიბუციო ქსელში პრაქტიკული მეცადინეობების შედეგად. უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
 
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი „სოფია მკურნალი“
 
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი „სოფია მკურნალი“, სადაც სტუდენტებს  შეეუძლიათ პრაქტიკული პროფესიული უნარჩვევების გაღრმავება. ცენტრი ასევე უწევს მაღალპროფესიულ სამედიცინო მომსახურებას როგორც სტუდენტებს, ასევე მათი  ოჯახის წევრებს.
                                                                      
პროგრამის გავლის შედეგად მაგისტრი მომზადებული იქნება დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად.

სწავლის საფასური: 
  • პროგრამის საფასური შეადგენს წელიწადში 1700 ლარს;
  • სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის სწავლის საფასური მცირდება 12%-ით და შეადგენს 1500 ლარს წელიწადში; სწავლის საფასურის  გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
გრანტების სისტემა:  წარჩინებული სტუდენტებს   დაენიშნებათ  სტიპენდია.

ლექტორები:
 
პროგრამის წარმატებას განაპირობებს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი. ჩვენთან ასწავლიან პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი ლექტორები რომლებიც მოღვაწეობენ საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორში და მზად არიან სტუდენტებს გაუზიარონ საკუთარი წარმატებული კარიერის პერიოდში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება.
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი:
  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში;
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი;
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში;
  • რომელიც ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს ;
  • მობილობის წესით საქართველოს კანონმდებლობისა და სსუ–ის რეგულაციების შესაბამისად.
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები :
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
საბუთების მიღების პროცედურა:    ქ.გორი ცხინვალის გზ #9, 10:00-დან 17:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 2014 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი გორი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები