GE
პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელი კურსი + ORIS
სასწავლო ცენტრი "თავისუფალი აკადემია" გთავაზობთ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებს ბასს-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით + კომპიუტერული პროგრამა „ორისის“ შესწავლას საჩუქრად.
 
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებ, ასევე მოქმედ ბუღალტერთათვის. სასწავლო პროცესის ფარგლებში მსმენელი საფუძვლიანად შეისწავლის ყველა იმ საკითხს, რომელსაც ბუღალტერი უნდა ფლობდეს საწარმოს ბუღალტერიის სრულყოფილად წარმოებისთვის. მოხდება თეორიული მასალის პრაქტიკული ამოცანებით განმტკიცება.
 
სასწავლო პროგრამის ფარგლებში თქვენ საფუძვლიანად შეისწავლით შემდეგ საკითხებს:
 
თეორიული ბუღალტერია:
  • სამეურნეო აღრიცხვა და მისი სახეები 
  • ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი
  • ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და ელემენტები
  • ბალანსირების პრინციპი და მისი გამოყენება ბუღალტრულ აღრიცხვაში
  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშები
  • სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია
  • ანგარიშთა გეგმის განხილვა
  • მიმდინარე აქტივების აღრიცხვა
  • მოთხოვნების აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
  • საოპერაციო შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა 
  • გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა
  • ვალდებულებების აღრიცხვა
  • საგადასახადო ვალდებულებები
  • იჯარის აღრიცხვა
  • სასესხო ოპერაციების აღრიცხვა
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
  • საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯების აღრიცხვა
  • ხელფასის აღრიცვხა
  • ძირითად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვა
  • დროებითი ანგარიშების დახურვა
  • მოგება|ზარალის ანგარიშგების შედგენა
  • სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენა 
პრაქტიკული ბუღალტერიის სწავლების პროცესში კონკრეტული საწარმოს მაგალითზე მოხდება ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება. საწარმოს გახსნიდან წლიური დეკლარაციის ჩათვლით შეისწავლება სამეურნეო ოპერაციების დროს საჭირო პირველადი და საბოლოო დოკუმენტაციის დამუშავება, დეკლარაციების შევსება.
 
მსმენელი საფუძვლიანად შეისწავლის ყველა იმ საბუთის მომზადებას, რაც ბუღალტერს ერთი საანგარიშგებო წლის განმავლობაში ევალება.
 
საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა „ორისი“
„ორისი“ დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამაა. ამ კურსის გავლის შემდეგ თქვენ ბევრად უფრო გაგიადვილდებათ საბუღალტრო საქმიანობის წარმოება, რითაც მნიშვნელოვნად დაზოგავთ დროსა და ენერგიას.
 
სასწავლო პროგრამა:
  • პროგრამა Oris-ის ინსტალაცია
  • ახალი ორგანიზაციის შექმნა
  • ანგარიშთა გეგმის მომზადება, სასტარტო ნაშთები 
  • ანგარიშთა გეგმის მომზადება და სასტარტო ნაშთების დასმა
  • საოპერაციო და ანალიზური პერიოდები
  • ბანკების, ორგანიზაციების,თანამშრომლების დამატება
  • საბუღალტრო გატარებები
  • კონტროლის და ანალიზის ინსტრუმენტები
  • ანგარიშების დათვალიერება (ნაშთები, ბრუნვები, ბარათი, სახეობები)
  • ძირითადი საშუალებები და ცვეთის დარიცხვა
  • ხელფასის დაანგარიშება, ხელფასის დარიცხვის გატარებები
  • საცდელი ბალანსი
  • მოგება-ზარალი 
კურსის დასრულებისას გაიცემა ლიცენზირებული სერტიფიკატი!
 
ინფორმაცია კურსის შესახებ: 
  • მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ,
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა – 1:30 სთ;
  • კურსს წარუძღვებიან მოწვეული პედაგოგი - ბუღალტერ-აუდიტორი.
მოწვეული აუდიტორი: გოჩა ვარდოსანიძე
განათლება:
  • თბილისის ბიზნესის და მარკეტინგის უმაღლესი სკოლა, 1991-1995.
  • Freiberg WBS-Akademia AG. (გერმანია) 2000–2003
სამუშაო გამოცდილება:
  • 2011–2012 სასწავლო წელი: კომპანია და სასწავლო ცენტრ „BIT – Besic Industrial Travel”–ში სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის – ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის პედაგოგად;
  • 2005 წელს ფინანსური მრჩეველლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი,
  • 2000-2004 წლებში პროექტის ფინანსისტი, „Amnesty International“ – გერმანია;
  • 2000-2004 წლებში პროექტის კოორდინატორი, „UNICEF“ – გერმანია;
  • 2002-2004 წლებში ფინანსური ასისტენტი, CNC/Tel-Medien GmbH - გერმანია;
  • 2000-2002 წლებში ფინანსური ასისტენტი, art-VISION – innovative Werbekonzepte - გერმანია;
  • 1997-2000 წლებში შესყიდვების ანალიზის მრჩეველი, MV Dresden-Nord Online - გერმანია;
  • 1991-1995 წლებში მეთოდისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტიში
იჩქარეთ რეგისტრაცია დაწყებულია!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები