GE
ორგანიზაციების, მცირე და მსხვილი საწარმოების ბუღალტრების მოსამზადებელი კურსები
თბილისის საბუღალტრო სკოლა გთავაზობთ ორგანიზაციების, მცირე და მსხვილი საწარმოების ბუღალტრის მოსამზადებელ კურსებს.
 
მიიღებიან საბაზო (ცხრაკლასდამთავრებულები) და საშუალო განათლების მქონე პირები, ასევე განათლების უფრო მაღალი დონის (პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლების) სტუდენტები და კურსდამთავ­რებულები. ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად ვიწვევთ მათ, ვისაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ბუღალტერიასთან და გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა, საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით, თეორიასთან ერთად ისწავლება საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება პრაქტიკული ამოცანებითა და სავარჯიშოებით. ასევე ვიწვევთ მოქმედ ბუღალტრებს ან მათ, ვისაც უკვე გავლილი აქვს საბაზო კურსი და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.
 
მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ ეს კურსები გაიარონ სხვადასხვა ქალაქში! კურსები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი.
  • ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს), დამწყებთათვის - I დონე
  • ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება (II დონე) (ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით)
  • დამწყებთათვის - დეკლარაციების შევსების ტექნიკის კურსი
  • ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები: ორისი, სუპერფინი 
დამწყებთათვის (I დონე) - ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს)
ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად ვიწვევთ ყველას, ვისაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ბუღალტერიასთან და გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა. საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით. გაკვეთილებზე თეორიული მასალის ათვისება ხდება მრაფალფეროვანი პრაქტიკული მაგალითებით. საბუღალტრო და საგადასახადო საბუთების აღრიცხვა-წარმოების შესწავლა მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით. მსმენელი კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეძლებს აწარმოოს ბუღალტრული საქმე.
 
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • ფინანსური ანგარიშგება და მისი შემადგენელი ელემენტები;
  • ბალანსი;
  • ლიკვიდურობა;
  • ბუღალტრული ანგარიშები;
  • რეგისტრაციის ჟურნალი და საცდელი ბალანსი;
  • საცდელი ბალანსის შედგენის წესი;
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება და მისი შედგენის თანმიმდევრობა;
  • ცვლილებების ასახვა შემოსავლებსა და ხარჯებზე;
  • მარაგების გაყიდვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების გადატანა მოგება-ზარალის ანგარიშზე;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის აღრიცხვა;
  • დაუმთავრებელი წარმოება;
  • მოთხოვნის აღრიცხვა;
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრა;
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების ცვეთა;
  • ვალდებულებების აღრიცხვა;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • იჯარის აღრიცხვა;
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა;
  • ბუღალტრული ანგარიშგების დანიშნულების მოკლე განმარტებები;
  • შემაჯამებელი ამოცანები;
კურსის ხანგრძლივობა: 25 გავეთილი (2 თვე)
ლექციის ხანგრძლივობა: 1,5-2 საათი (კვირაში 3-ჯერ)
კურსის ღირებულება: 200 ლარი.
ცალკე შესაძლებელია ორისი-ს კურსის გავლა. 
 
ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება (II დონე) - ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით
 
მოცემულ კურსზე ვიწვევთ მსენელებს, ვისაც გააჩნია დამწყები ბუღალტრის გამოცდილება ან ვისაც უკვე გავლილი აქვს კურსი ბუღალტერია (ბასს) დამწყებთათვის და სურთ გაიღრმავონ ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა, ასევე ეკონომისტებისთვის, მომავალი ფინანსური მენეჯერებისთვის და შესაბამისი სფეროთი დაინტერესრბული სხვა პირებისთვის. პროგრამაში წარმოდგენიალია ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების(ფასს) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) მოთხოვნათა შესაბამისად.
 
1. ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა გარე მომხმარებლებისთვის:
ბუღალტრული აღრიცხვის ფუძემდებლური პრინციპები;
ფინანსური ანგარიშგების არსი, მიზანი, სრული პაკეტი, ძირითადი დაშვებები;
ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები;
ფინანსური ანგარიშგების ელემენტები, მათი აღიარება და შეფასება.

2. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი):
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მუხლების აღიარება და შეფასება;
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადების მეთოდები;

3. მოგებისა და ზარალის და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება:
მოგებისა და ზარალის ანგარიშგების ელემენტების აღიარება და შეფასება;
სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგების მუხლების აღიარება და შეფასება;
მოგებისა და ზარალის ანგარიშგების და სრული შემოსავლის ანგარიშგების მომზადების მეთოდები.

4. მოთხოვნების ბუღალტრული აღრიცხვა:
მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა;
საეჭვო და უიმედო მოთხოვნების აღრიცხვა;
გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა.

5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის არსი, სტრუქტურა და შეფასება;
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მოძრაობის უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდები;
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები;
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გადაფასების აღრიცხვა.

6. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა:
ძირითადი საშუალებების აღიარება, საწყისი შეფასება და მიღების აღრიცხვა;
ძირითადი საშუალებების გამოყენების აღრიცხვა (ცვეთის აღრიცხვა);
ძირითადი საშუალებების გადაფასების აღრიცხვა;
ძირითადი საშუალებების გასვლის აღრიცხვა.

7. არამატერიალური აქტივების აღრიცხვა:
არამატერიალური აქტივების აღიარება, საწყისი შეფასება და მიღების აღრიცხვა;
არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია;
არამატერიალური აქტივების გაუფასურების და გასვლის აღრიცხვა.
 
8. ვალდებულებების აღრიცხვა:
ვალდებულებების არსი და კლასიფიკაცია;
მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;

9. საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა:
საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა შპს-ში;
საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა სააქციო საზოგადოებაში.

10. შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა:
შემოსავლების და ხარჯების შეფასება და აღრიარება;
ამონაგების და მასთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა;
სახელმწიფო გრანტის და დახმარების აღრიცხვა.

11. ფულადი ნაკადების ანგარიშგება:
ფულადი ნაკადების ანგარიშგების მომზადების მეთოდების განხილვა;
ფულადი ნაკადების ანგარიშგებს მომზადება პირდაპირი და ირიბი მეთოდის გამოყენებით.

12. საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება:
საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების სტრუქტურა;
საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების მომზადება.
 
კურსის ხანგრძლივობა: 36 საათი (2 თვე)
ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი (კვირაში 2-ჯერ)
კურსის ღირებულება: 450 ლარი
 
ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის
 
კურსს უძღვება, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის კათედრის ასისტენტ-პროფესორი. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში დასაქმებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა კავშირის ტრენერი, მთავარ ბუღალტრად, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ექსპერტად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ბატონი ელგუჯა აკობია.
 
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • თემა N1. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესავალი - 3 სთ.
  • თემა N2. ფინანსური აქტივების, მოთხოვნების და ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა - 4 სთ.
  • თემა N3. არაფინანსური აქტივების ოპერაციების აღრიცხვა - 5 სთ.
  • თემა N4. დაფინანსების, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა - 5 სთ.
  • თემა N5. არასაოპერაციო შემოსავლებისა და არასაოპერაციო ხარჯების აღრიცხვა - 3 სთ.
  • თემა N6. კაპიტალის აღრიცხვა - 5 სთ.
  • თემა N7. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგება - 15 სთ.
ამ სპეცილობაზე დამატებით შეისწავლება სახაზინო მომსახურების ელექტრონული სისტემის სრული კურსი
კურსის ხანგრძლივობა: 34 სთ.
კურსის ღირებულება: 550 ლარი
 
ბუღალტრული პროგრამები: ORIS, SUPERFIN 
 
კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი (2 თვე)
კურსის ღირებულება:100 ლარი.
 
კურსდამთავრებულების ტესტირების საფუძველზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

ტრენერები: სერტიფიცირებული აუდიტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მამუკა ზარანდია. სერტიფიცირებული აუდიტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ცისკარა ზარანდია. საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი, პრაქტიკოს-ექსპერტი საბუღალტრო საქმეში თამაზ ბუკია. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის კათედრის მასწავბლებელი. მთავარ ბუღალტრად, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ექსპერტად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ელგუჯა აკობია.
 
თბილისის საბუღალტრო სკოლა დაინტერესების შემთხვევაში ასევე გთავაზობთ სხვა სახის კურსებსაც - საგადასახადო კოდექსის შესწავლა; სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება; დეკლარაციების შევსების ტექნიკა.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები