GE
ბიზნესადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამები
თბილისის საერთაშორისო აკადემიაში ხორციელდება ორი პროგრამა: ბიზნესის ადმინსტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების.
 
გთავაზობთ ორივე საბაკალავრო პროგრამის მიზნებს:
  • პროგრამის სახელწოდება: საერთაშორისო ურთიერთობები (International Relations)
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები (Social sciences)
კვალიფიკაცია/მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სოციალური მეცნიერების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში  (Bachelor of Social Sciences in Internatoional Relations)
პროგრამის მოცულობა: 240 ECTS
პროგრამის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის კოორდინატორი: ლევან ოსიძე, პროფრსორი
 
საბაკალავრო პროგრამის მიზანი
 
საბაკალავრო პროგრამის მიზანია  სტუდენტს მისცეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად თეორიულ საკითხებზე, შეასწავლოს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები, საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო ინტეგრაციისა და ორგანიზაციების, რეგიონული საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი საკითხები. ასევე მისცეს დარგის ისეთი ცოდნა, რომელიც მას მოცემულ სფეროში დამოუკიდებელი ორიენტაციის, საკითხის დასმის, მოსაზრებების ორიგინალური განვითარებისა და პრაქტიკული გამოყენების საშუალებას მისცემს.შეასწავლოს ინგლისური და მეორე უცხო ენა უცხოელებთან თავისუფალი კომუნიკაციის დონეზე.პროგრამის მიზანია აგრეთვე მისცეს  სტუდენტს საბაზისო კვლევების წარმოების და ორგანიზაციული უნარ-ჩვევე­ბის ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც დაეხმარება მას სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში ან/და პროგრამის ფარგლებში შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევების საფუძვლზე დასაქმდეს შრომის ბაზარზე.
  • პროგრამის სახელწოდება: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება  (Business Administration)
პროგრამის სახელწოდება: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
კვალიფიკაცია/მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (Bachelor of Business Administration)
პროგრამის მოცულობა: 240 ECTS
პროგრამის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის კოორდინატორი: ლია კვარაცხელია

საგანმანათლებლო  პროგრამის მიზანი
 
პროგრამის მიზანია მოამზადოს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეძლებენ ბიზნესის წარმოებას, ხელს შეუწყობენ და შეძლებენ ორგანიზაციების ეფექტურად მართვას და სხვადასხვა სახის ინოვაციების შეტანას ორგანიზაციების მართვასა და ბიზნესში, ბიზნეს-იდეების რეპროდუქციას.  პროგრამა ასევე საშუალებას მისცემს სტუდენტებს დაეუფლონ ბიზნესის მართვის ძირითად პრინციპებს, შეისწავლონ ბიზნესის ენა, გამოიმუშაონ თანამედროვე ბაზარზე ორიენტირებული ხედვა ბიზნესსა და მართვაზე. მიიღონ საბაზო ცოდნა და უნარები ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში - მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებში, საბუღალტრო აღრიცხვაში. დაეუფლონ ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ ინსტრუმენტებს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები