GE
ადამიანური რესურსების მართვის მოკლე სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 300 ლარი
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას ადამიანური რესურსების მართვის მოკლე სასერტიფიკატო კურსზე.
 
ტრენინგის მიზანი:
კურსი აგებულია ზრდასრულთა სწავლების (Adults Learning) პრინციპების გათვალისწინებით და მოიცავს თეორიულ ნაწილს, ინტერაქციას და დისკუსიებს, შემთხვევებზე დაფუძნებულ სწავლებას (Case sdudy), პრაქტიკულ დავლებებს და როლურ სავარჯიშოებს უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
კურსში გამოყენებულია მასალა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სახელმძღვანელოებიდან, ასევე პრაქტიკული ქეისები როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ორგანიზაციების მაგალითზე.
 
მსმენელები:
ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებულთათვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულია აღნიშნულ სფეროში კარიერული წინსვლითა და განვითარებით.
 
ტრენინგის თემატიკა:
კურსის შინაარსი:
  • ადამიანური რესურსების მენეჯერის კარიერა - როგორ გავხდე HR
  • ადამიანური რესურსების მენეჯერის ფუნქციები და როლი ორგანიზაციაში - HR, როგორც კომუნიკატორი
  • ადამიანური რესურსების სტრატეგია და პოლიტიკა - ორგანიზაციული სტრუქტურა, სამუშაოს აღწერა და ანალიზი, პროცედურები, ორგანიზაციული კულტურა.
  • ადმინისტრაციული პროცედურები და ფეიროლი
  • რეკრუტინგი - შერჩევის პოლიტიკა, პროცესი, კადრების მოძიების არხები და ინსტრუმენტები, ადაპტაციის სისტემები, როტაცია და დაწინაურება
  • ადამიანური რესურსების განვითარება - კარიერის დაგეგმვა და მართვა, პროფესიული განვითარების სისტემები, მოდელები და ინსტრუმენტები, პიროვნული განვითარების პროგრამები, არაფორმალური განათლება, ტრეინინგი და სწავლება, დისტანციური და ელექტრონული სწავლება
  • პერსონალის მოტივაციის და ბენეფიტების სისტემები - მოტივაციის კვლევა, მოტივაციის სისტემები და მოდელები, მოტივაციის და ბენეფიტების დანერგვა და მართვა
  • კომპენსაციის და საბონუსე სისტემები - სახელფასო და საბონუსე სისტემის მოდელები, სახელფასო ბადე და კომპენსაციის ეფექტური მართვა
  • პერსონალის შეფასების სისტემები - შეფასების სისტემის შერჩევა და დანერგვა, რისკები, შედეგების მართვა
  • შიდა ორგანიზაციული კვლევები - კვლევის მნიშვნელობა და გამოყენება, კვლევის მეთოდოლოგია, ტრეინინგის საჭიროებათა კვლევა, კმაყოფილების კვლევა, არაფორმალური ურთიერთობების კვლევა. 
ბონუსი: კურსის ბოლოს ყველა მონაწილე მიიღებს ინდივიდუალურ კონსულტაციას ადამიანური რესურსების სფეროში კარიერის დაგეგმვასთან და განვითარებასთან დაკავშირებით.
 
ტრენერი: ანა გაგუა
ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება (თეგეტა მოტორსი, შემოსავლების სამსახური, GPC), ამჟამად მუშაობს ტრენინგების ექსპერტად ევროპის საბჭოში, IBF International Consulting და ევროკავშირის წარმომადგენლობაში. გააჩნია ტრენინგების ჩატარების 8 წლიანი გაცდილება.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 კვირა, 36 საათი (კვირაში 6 სამუშაო საათი, 3 სამუშაო დღე), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.
ტრენინგის საფასური: 300 ლარი
  • სტუდენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი შეღავათი;
  • ერთი კომპანიიდან 2 და მეტი მსურველის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი შეღავათი;
  • მოქმედებს საბანკო განვადება.
კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები