GE
მცირე ბიზნესის მწარმოებლის პროფესიული პროგრამები
ღირებულება: 1500 ლარი
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (კოდი 135), რომელიც 1995 წლიდან არსებობს საგანმანათლებლო სფეროში, არის ავტორიზებული და აკრედიტებული უნივერსიტეტი, აცხადებს მიღებას მცირე ბიზნესის მწარმოებლის მეოთხე და მეხუთე საფეხურების პროფესიულ პროგრამებზე.
 
მცირე ბიზნესის მწარმოებლის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს IV საფეხურის მცირე ბიზნესის მწარმოებელი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ინიციატივიანი, დამოუკიდებელი საქმიანობა მოგების მიღების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საწარმოს შემოსავლების გაზრდასა და ბიზნესის შემდგომ განვითარებას. მცირე ბიზნესის წარმატებით ფუნქციონირების საფუძველია ბიზნესის პროცესის მაღალკვალიფიციური მწარმოებელი, რომლის მოქმედების სფერო მოიცავს საწარმოო, სავაჭრო, საფინანსო, მარკეტინგულ, აუდიტორულ, ინოვაციურ, საკონსულტაციო შუამავლობას, გარიგებებსა და სხვა საქმიანობებს. მისცეს სტუდენტებს თეორიული ცოდნა და განუვითაროს პროფესიული უნარ-ჩვევები შემდეგ საკითხებში: ბიზნესის გარემო, ბიზნესის რესურსები და ფაქტორები; ბიზნესის დაგეგმვა და სამეწარმეო გარემო; ბიზნესის შეფასება; საქონელწარმოების გენეზისი; დაფინანსებები, ბიუჯეტი, ფინანსური მენეჯმენტი; ორგანიზაციის დაგეგმარება, სტრუქტურა და კომუნიკაცია; კარიერის მენეჯმენტი, საშტატო გადაადგილებები; ორგანიზაციული კულტურა; ჯგუფთა შორის ურთიერთობები და კონფლიქტების მოგვარება; ორგანიზაციის განვითარება. განუვითაროს ის სპეციფიური უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისა და წარმატებული კარიერისათვის; ასწავლოს დამსაქმებელთა მოთხოვნების გათვალისწინება; უზრუნველყოს, როგორც დასაქმების, ასევე სურვილის შემთხვევაში შესაბამისი სპეციალობით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა; უზრუნველყოს სწავლებისა და სწავლის მაღალი ხარისხი.
 
მცირე ბიზნესის მწარმოებლის მეხუთე საფეხურის პროფესიული პროგრამის მიზანია  მცირე ბიზნესის მწარმოებლის პროფესიის შესაბამისი საფეხურის ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება. პროგრამამ პროფესიულ სტუდენტს უნდა მისცეს სამეურნეო საქმიანობასთან (მცირე ბიზნესის სფერო) დაკავშირებული მრავალმხრივი და სპეციალიზებული თეორიული/ პრაქტიკული ცოდნა, რათა მან გააცნობიეროს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობები. კერძოდ, უნდა შეისწავლოს: მცირე (და საშუალო) ბიზნესის მართვისა და ორგანიზების პრინციპები, მცირე ბიზნესის წარმოების ტექნოლოგიები, წარმოების პროდუქცია, ღირებულება და მისი გასაღების ბაზარი, მომხმარებლის მომსახურების პრინციპები და სპეციფიკური მიდგომები, ბუღალტრული აღრიცხვა, ლიდერობა და კომუნიკაცია, ბიზნეს-კომპანიების საქმიანობაში აუდიტის როლი და მისი ფუნქციები, სამეწარმეო სამართალი, ადამიანური და სტრატეგიული მენეჯმენტი, გამოყენებითი კომპიუტერული პროგრამები და სხვა. პროფესიულ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება: რა როლს ასრულებს მცირე ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში, მცირე ბიზნესის წარმმართველი მეწარმის ფუნქციის მნიშვნელობა საქმიანობის პროცესში. აგრეთვე, რაოდენ მნიშვნელოვანია თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმა ბიზნეს- საქმიანობის წარმატებული განვითარებისათვის. მას გამოუმუშავდება პრაქტიკული კომპეტენციების ფართო სპექტრიც, რაც პროფესიულ სტუდენტს საშუალებას მისცემს სამეწარმეო საქმიანობაში აბსტრაქტული პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტაში.
 
პროფესიულ პროგრამას უძღვებიან  კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები.
 
პროგრამის ხანგრძლივობა და დაშვების წინაპირობა:
  • ხანგრძლივობა: პროფესიული პროგრამის თითოეული საფეხური მოიცავს 60 კრედიტს (10  თვე). 
  • დაშვების წინაპირობა: მეოთხე საფეხურზე: სრული საშუალო განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები - გამარტივებული წესით (გადალახული აქვს ზოგადი უნარების ტესტების მინიმალური ზღვარი).
    მეხუთე საფეხურზე: მცირე ბიზნესის მწარმოებელის IV საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.  
დასაქმების სფერო:
პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროებია: ნებისმიერი დარგის მცირე საწარმოები, მათ შორის: გადამზიდავი, ექსპედიტორული და ლოგისტიკური ფირმები; სავაჭრო, სადისტრიბუციო საწარმოები; საზღვაო- საექსპედიტორო ფირმები და სხვ.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • სკოლის ატესტატი
  • 2 ფოტოსურათი (CD-თან ერთად)
სწავლის წლიური გადასახადი: 1500 ლარი
 
საბუთების მიღება - 10 ოქტომბრის ჩათვლით.
 
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს შემდეგი სახის ბონუსებს სთავაზობს: 
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ყოველთვიურად, ასევე, ოთხ ეტაპად; 
  • წარმატებული სტუდენტები მიიღებენ 50-ლარიან სტიპენდიას;
  • უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სასწავლო კორპუსი, შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში: ეგ. ნინოშვილის ქ. 55 (მეტროსადგურებ „ვაგზლის მოედანსა“ და „მარჯანიშვილთან“ ახლოს);
  • თითოეული აკადემიური ჯგუფისთვის გათვალისწინებულია უფასო ექსკურსიები;
  • უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და ახალი ამბების სტუდია;
  • უნივერსიტეტში შექმნილია კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრი. ასევე, ფუნქციონირებს სამაგისტრო პროგრამების მოსამზადებელი უფასო კურსები. 
  • წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სწავლების გარკვეული პერიოდი, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე, თსაუ-სთან დამეგობრებულ ევროპულ სასწავლებლებში - ვარშავის საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერების უნივერსიტეტი (Warsaw University of Life Sciences WULS - SGGW), დუბლინის ტრინიტის კოლეჯი, გერმანიის აიჰშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტი-გაიარონ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები